www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა



   

 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი"
 
 

  

საზოგადოებრივი კოლეჯი “ოპიზარი” შეიქმნა 2011 წლის #68/ნ 06,05,2011წ. ბრძანებით  შექმნილი პროფესიული კოლეჯის ,,ოპიზარი“  ბაზაზე  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2014 წლის 20 ივნისის # 74/ნ  ბრძანების საფუძველზე.სასწავლებელი (როგორც პროფესიული სასწავლებელი) ფუნქციონირებდა 1977 წლიდან სხვადასხვა სამრთლებრივი ფორმითა და სახელწოდებით. კოლეჯი მრავალდარგოვანია, რასაც ხელი შეუწყო “საქართველოს რეგიონალური განვითარების 2013-2017 წ.წ. სახელმწიფო სტრატეგიის” განსაზღვრამ. რამაც თავის მხრივ განსაზღვრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მრავალმხრივი განვითარების პროექტების განხორციელება, რაზედაც დამოკიდებულია შრომის ბაზრის მოთხოვნა, ხოლო ამ მოთხოვნიდან გამომდინარე კვალიფიციური მუშახელის მიწოდება. 

 კოლეჯი მდებარეობს ქ. ახალციხეში, რუსთაველის ქ. #106

„ოპიზარი“ მრავალპროფილიანი სასწავლებელია, ახორციელებს 21 საგანმანათლებლო პროგრამას. აქტიურად თანამშრომლობს მსხვილ და მცირე ორგანიზაციებთან. ყველა პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

            ნორვეგიის განვითარების ფონდთან ერთად შემუშავდა და მიმდინარეობს ინკლუზიური განათლება.