www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


                                                                                                             დამტკიცებული

                                                                         სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ოპიზარი’’

                                                                         დირექტორის  #03 10.07.2014წ   ბრძანებით

 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი“

ბიბლიოთეკის დებულება

 

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1 სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,, ოპიზარი’’ ( შემდგომში კოლეჯი ) ბიბლიოთეკის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს კოლეჯის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სასწავლო და კვლევით მუშაობას ;

კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალების სასწავლო-მეთოდური მასალებითა და ინფორმაციის წყაროებით უზრუნველყოფის გზით.

1.2 კოლეჯის ბიბლიოთეკა საკუთარ საქმიანობას წარმართავს ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ ’’ საქართველოს კანონის, საერთაშორისო საბიბლიოთეკო სტანდარტების და ამ წესების ნორმების შესაბამისად.

 

მუხლი 2. კოლეჯის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება

2.1 კოლეჯის ბიბლიოთეკით სარგებლობის პირობაა ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ( მკითხველის სტატუსის) მიღება.

2.2   ბიბლოითეკაში გაწევრიანების უფლებით სარგებლობენ კოლეჯის სტუდენტები, აკადემიური, ადმინისტრაციული და მოწვეული პერსონალი.

2.3 სხვა პირთა კოლეჯის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტს კოლეჯის ბიბლიოთეკარი ან დირექტორი.

2.4 კოლეჯის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველი ვალდებულია ბიბილიოთეკარს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.5 ბიბლიოთეკარი ბიბილიოთეკაში გაწევრიანების მსურველს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არეგისტრირებს ბიბილიოთეკის მკითხველად, რისთვისაც იგი ავსებს სპეციალურ ჟურნალს და ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ხსნის მკითხველის ბარათს, სადაც შეიტანება ბიბილიოთეკაში გაწევრიანების მსურველი პირის სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ინფორმაცია სამუშაო ან/და სწავლის ადგილის შესახებ, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე სხვა აუცილებელი ინფორმაცია.

2.6 მკითხველის ბარათი იხსნება ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველი პირის სახელზე და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში.

2.7 კოლეჯში გაწევრიანების მსურველი პირი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკის მუშაობის წესს, მის უფლება-მოვალეობებეს და აღნიშნულისადმი თანხმობა დააფიქსიროს მკითხველის ბარათის პირველ გვერდზე პირადი ხელმოწერით.

2.8 კოლეჯის მკითხველის სტატუსის მოპოვებით პირი თანხმობას გამოთქვამს დაემორჩილოს წენამდებარე წესისა და კოლეჯის ბიბლიოთეკის საქმიანობის მომაწესრიგებელ სხვა აქტების მოთხოვნებს.

 

მუხლი 3. ბიბილიოთეკის მკითხველის უფლება-მოვალეობანი

3.1 კოლეჯის ყველა სტუდენტს, ადმინისტრაციულ, აკადემიურ თუ მოწვეულ პერსონალს უფლება აქვთ გახდნენ კოლეჯის ბიბლიოთეკის მკითხველები.

3.2 ბიბილიოთეკის მკითხველებს უფლება აქვთ :

ა) უფასოდ ისარგებლონ ბიბლიოთეკის ნებისმიერი მომსახურებით. მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსით, უფასოდ დაბეჭდნონ ელექტრონული წიგნებიდან და ინტერნეტიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია. გადაიღონ პირადი სარგებლობისათვის ასლები ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდიდან.

ბ) ჰქონდეთ თავისუფალი დაშვება ბიბლიოთეკაში არსებულ კატალოგებთან, თავიანთი სურვილით დამოუკიდებლად აირჩიონ მათთვის სასურველი წიგნი ან/და ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსები.

გ) კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდიდან შეიტყოს ინფორმაცია კოლეჯში არსებული წიგნების შესახებ ან/და ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსების შესახებ.

3.3  მკითხველი ვალდებულია:

ა) გაუფრთხილდეს კოლეჯის ბიბლიოთეკიდან გატანილ წიგნებს და ყველა ამ რესურსს რაც მან კოლეჯის ბიბლიოთეკის ფარგლებში მოიპოვა;

ბ) მკითხველის ბარათში მითითებულ ვადაში დააბრუნოს კოლეჯის ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი;

გ) გაუფრთხილდეს კოლეჯის ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას: კომპიუტერებს, მაგიდებს და  ა.შ.

დ) წლის ბოლოს, მაგრამ არაუგიანეს 25 დეკემბრისა ხელახლა გაიაროს ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაკარგავს ბიბლიოთეკის მკითხველის სტატუსს. ხელახალი რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარადგინოს ყველა ის დოკუმენტაცია რაც სავალდებულო ოყპ პირველადი რეგისტრაციის გავლისას.

ე) დაიცვას კოლეჯის შინაგანაწესი, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ყოფნის შემთხვევაში არ შეუშალოს ხელი იქ მყოფ პირებს; დაიცვას სიჩუმე;

ვ) იყოს ზრდილობიანი ბიბლიოთეკარებთან და მომსახურე პერსონალთან ურთიერთობის დროს.

ზ) ყურადღებით შეამოწმოს ის წიგნი თუ სხვა რესურსი, რომლის გატანასაც აპირებს ბიბლიოთეკიდან, თუკი აღმოაჩენს რაიმე დეფექტს შეატყობინოს ამის შესახებ ბიბლიოთეკარს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას დაზიანებული წიგნისათვის ან სხვა ბიბლიოთეკის ინვენტარისათვია იღებს ბიბლიოთეკის მკითხველი.

თ) არ გაიტანოს ბიბლიოთეკიდან წიგნი ან სხვა მატერიალური რესურსი თუ იგი არ არის რეგისტრირებული მკითხველად ან/და არ გაუვლია წიგნის გასატანად აუცილებელი რეგისტრაცია.

ი) არ ისარგებლოს სხვა მკითხველის ბარათით ან /და არ მისცეს უფლება საკუთარი ბარათით სარგებლობის უფლება სხვას.

კ) არ ამოიღოს კატალოგიდან ბარათი და არ დააზიანოს;

ლ) არ შევიდეს წიგნსაცავში ბიბლიოთეკარის ნებართვის გარეშე;

მ) არ წაიღოს ან/და არ შეიტანოს საკვები სამკითხველო დარბაზში.

მუხლი 4 .სამკითხველო დარბაზში მოქცევის წესები

4.1 სამკითხველო დარბაზით სარგებლობის უფლება აქვთ ყველა დაინტერესებულ პირს, მიუხედავად იმისა რეგისტრირებულია თუ არა იგი ბიბლიოთეკის მკითხველად.

4.2 პირი, რომელსაც სურს სამკითხველო დარბაზში გაეცნოს ლიტერატურას და პერიოდიკას ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ბიბლიოთეკის კაბინეთში სპეციალურ ჟურნალში, სადაც აღინიშნება სახელი, გვარი, პირადი ნომერი, წიგნი რომელზეც გაცხადდა მოთხოვნა, ხელმოწერა.

4.3 რეგისტრაციის გავლა წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს პირის მიერ წიგნის მიღების ფაქტს.

4.4 სამკითხველო დარბაზში პირის მიერ ერთდროულად გატანილი წიგნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ეგზემპლიარს.

4.5 მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზში გატანილი წიგნი შესაძლებელია ბიბლიოთეკარმა მკითხველის თხოვნით არ დააბრუნოს წიგნსაცავში და შეუნახოს მკითხველს. წიგნის შენახვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 დღეს, თუკი მკითხელი 5 დღის ვადაში არ მიაკითხავს წიგნს ბიბლიოთეკარი უფლებამოსილია დააბრუნოს წიგნი წიგნსაცავში.

4.6 ბიბლიოთეკარი უფლებამოსილია მკითხველის მიერ გაცხადებული მოთხოვნა წიგნზე შეასრულოს 1 საათის განმავლობაში.

4.7აკრძალულია სამკითხველო დარბაზიდან წიგნის გატანა.

 წიგნიდან ქსეროქსის გადაღება შესაძლებელი მხოლოდ ბიბლიოთეკარის თანხმობით.

4.8 ბიბლიოთეკა სამუშაო დროის დამთავრებამდე ნახევარი საათით ადრე წყვიტავს წიგნზრ შეკვეთების მიღებას.

4.9 პირი ბიბლიოთეკის სამუშაო საათების დასრულებამდე 15 წუთით ადრე ვალდებულია დაუბრუნოს ბიბლიოთეკარს სამკითხველო დარბაზში გატანილი წიგნი.

 

მუხლი 5 . ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის პროცედურა

5.1 მკითხველი, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა წინამდებარე დებულების შესაბამისად უფლებამოსილია წიგნი გაიტანოს ბიბლიოთეკიდან.

5.2 წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანის ვადა დამოკიდებული ეგზემპლიარების ოდენობაზე ბიბლიოთეკაში.

5.3 ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის ვადას ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი წიგნების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავს ბიბლიოთეკის მენეჯერი.

5.4 მრავალ ეგზემპლიარად წარმოდგენილი სახელმძღვანელო ლიტერატურის ბიბლიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 20 დღე.

5.5 მკითხველი უფლებამოსილია გააგრძელოს წიგნის გატანის ვადა თუკი არ არის ამ წიგნზე მოთხოვნა სხვა მკითხველების მხრიდან, ამისათვის მკითხველი ვალდებულია დროულად ვადის გასვლამდე 1 დღით ადრე გამოცხადდეს ბიბლიოთეკაში და ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია წიგნის გასატანად.

 

 

5.6  თუკი სახელმძღვანელო ლიტერატურა ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია ერთ ეგზემპლარად მისი ბიბლიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 2 წელი.

5.7 ერთ ეგზემპლარად არსებული სახელმძღვანელო ლიტერატურიდან, მკითხველი ბიბლიოთეკარისაგან შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში უფლებამოსილია გადაიღოს უფასოდ ქსეროასლი სასურველი რაოდენობით.

5.8 ბიბლიოთეკიდან ერთდროულად გატანილი წიგნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ეგზემპლიარს.

5.9 ჟურნალ-გაზეთების ბიბლიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 1 დღე.

მუხლი 6. ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსები

6.1 ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსით სარგებლობა ბიბლიოთეკის მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, იქ განთავსებული კომპიუტერების საშუალებით. მკითხველი უფლებამოსილია ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსებიდან მისთვის სასურველი ინფირმაცია დაბეჭდოს უფასოდ. დღიურად დაბეჭდილი გვერდების  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ცალს.

6.2 25 გვერდზე მეტი ოდენობის ასლების გადაღების ან/და დაბეჭდვის შემთხვევაში, მკითხველი ვალდებულია გადაიხადოს ასლის გადაღების ან/და დაბეჭდვის საფასური,რომელიც შეადგენს 0.05 ლარს A4ფორმატის ერთი გვერდისათვის.

6.3 ინტერნეტი და შიდა ქსელი სამკითხველო დარბაზში გამოიყენება მხოლოდ სასწავლო-სამეცნიერო მიზნებისთვის.

6.4 მკითხელი უფლებამოსილია უფასოდ გადაიწეროს ბიბლიოთეკაში დაცული ან ინტერნეტით მოპოვებული ელექტრონული მასალები საკუთარ ელექტრონულ მატარებელზე.

6.5 კოლეჯი და ბიბლიოთეკა პასუხს არ აგებს მკითხველის მიერ ელექტრონული მასალების მოპოვების , გამოყენებისა და გავრცელების კანონიერებაზე.

მუხლი 7. მკითხველთა პასუხისმგებლობა

7.1 თუკი მკითხველი არ დაიცავს წინამდებარე წესს ბიბლიოთეკაში ყოფნის პერიოდში მიაყენებს ბიბლიოთეკას ან სამკითხველო დარბაზს რაიმე ტიპის მატერიალურ ზარალს წიგნის დაზიანება დაკარგვის ჩათვლით. ბიბლიოთეკის მენეჯერი ატყობინებს ამის თაობაზე კოლეჯის ხელმძღვანელობას შესაბამისი ზომების მისაღებად.

7.2 მიყენებულ ზიანს დირექტორის ბრძანების საფუძველზე მკითხველი ანაზღაურებს დაზიანებული ფონდების საინვენტარიზაციო ღირებულების შესაბამისად.

                 7.3 საბიბლიოთეკო ფონდის განზრახ დაზიანების შემთხვევაში კოლეჯის ბიბლიოთეკარი

                     უფლებამოსილია 

                     კოლეჯის დირექტორის წინაშე დასვას საკკითხი დამრღვევი პირისათვის კოლეჯის მკითხველი 

                     სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.

 

                 მუხლი 8. ბიბლიოთეკის მუშაობის დრო

                 8.1  კოლეჯის ბიბლიოთეკა მუშაობს კვირაში 5 დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დილის 10 

                    საათიდან საღამოს 6 საათამდე.