www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი მოდელის შესრულებისა და პროფესიული ორიენტაციის კურსისი პილოტირება

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისიტემის მოდერნიზება“ ფარგლებში კოლეჯის ბაზაზე ხორციელდება ,,სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი მოდელის შესრულებისა და პროფესიული ორიენტაციის კურსისი პილოტირება.

პრექტი მოიცავს ორ კომპონენტს:

 I  სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამის განხორციელება

II პროფესიული ორიენტაციის პროგრამის პილოტირება.


ინოვაციური პროფესიული განათლების დანერგვა საქართველოს მეთევზეობაში

პროექტი ,,ინოვაციური პროფესიული განათლების დანერგვა საქართველოს მეთევზეობაში „ პილოტირება ხორციელდება, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს სამრეწველო უნარების და სამუშაო ძალის განვითარების პრექტი -  პროგრამის განვითარების კონკურენტული გრანტების ფარგლებში, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ფაზისი“ და სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ოპიზარი“ თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში ხორციელდება  პროგრამის ,,მეთევზეობა“ მოდულები: ,, სურსათის უვნებლობის საფუძვლები“ (2 კრედიტი) , ,,გაცნობითი პრაქტიკა“ (1 კრედიტი) და ,, გარემოს დაცვა“ (2 კრედიტი) . პროექტის ფარგლებში გადამზადდა 15 მსმენელი.


ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი  მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში 

პროექტი „ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი  მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება“ მიზნად ისახავს საქართველოს ცხრა რეგიონულ პროფესიულ კოლეჯში, მათ შორის სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ოპიზარში“ სისკოს საერთაშორისო აკადემიების დაფუძნებას და მათ ინტეგრაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე საქართველოს მასშტაბით ერთიანი  IT საგანმანათლებლო ქსელის შექმნა, სადაც განთავსებული იქნება  IT  პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებული ყველა სასწავლო რესურსი: სასწავლო მასალები, გზამკვლევები, კურიკულუმები, ტესტები, პრაქტიკული დავალებები და სხვა. აქვე იქნება წარმოდგენილი ინდექსირებული ელ-ბიბლიოთეკა, ვიდეო გაკვეთილები/ვებინარები და დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსები ტესტირების, თვითშეფასების მოდულების, სიმულატორების და სხვა ინოვაციური სასწავლო ინსტრუმენტების სახით. საგანმანათლებლო ქსელში მოხდება სტუდენტთა და პედაგოგთა ფორუმების ინტეგრირება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა დასაქმებას და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 


სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მონმზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურეობის ცენტრის მიერ შემუშავებული ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მონმზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ კოლეჯში ,,ოპიზარი“ მიმდინარე წლის  3 აგვისტოდან  5 ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება 14 პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსი. პროგრამის მოსარგებლების სწავლების მოკლევადიანი სასწავლო პროგმის საფუძველზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.