www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


განხორციელებული პროექტები     

  2007 წლიდან კოლეჯი ,,ოპიზარი" თანამშრომლობს  გაეროს  განვითარების პროგრამასთან (”UNDP”-ის). პროგრამების ფარგლებში ,,პროფესიულ განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა „  მოხდა სტუდენტების გადამზადება საამშენებლო,  გადამამუშავებელ  და სოფლისმეურნეობის პროფესიებში გადმზადდა 427 , ასევე ,,უნარების განვითარება სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის  მიზნით’’.  გადამზადდა 100 მსმენელი. 

 ამავე პროგრამის ფარგლებში პრექტის  ,, საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების და გადამზადების, საკონსულტაციო მომსახურების სისტემის მოდერნიზაცია“ . აღიჭურვა ფერმერების კაბინეტ-ლაბორატორია, შეძენილი იქნა პორტატული ლაბორატორია ვეტერინარიაში ასევე პორტატული ლაბორატორია აგრომომსახურეობისავის და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღები და მცირე ტექნიკა.  

ქართულ-ესტონურ პროექტში „ქართული პროფესიული განათლების და მომზადების ხელშეწყობის მხარდაჭერა“,  კოლეჯი ჩართულია 2014 წლის 27 იანვარიდან. პროექტი მოიცავს  ქართველი პროფესიული მასწავლებლების ტრენინგებს და პრაქტიკას ესტონეთის პარტნიორ სკოლებში მათი კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. ჩვენი უშუალო პარტნიორია ესტონეთის, ქალაქ ტალინის პროფესიული სკოლა. 

მიგრაციის საერთაშორის ორგანიზაციის IOM  პროექტის ფარგლებში 2010 წლიდან ფუნქციონირებს  ,,დასაქმებისა და კონსულტაციის ცენტრი ‘’, რომელთან თანამშრომლობითაც მოხდა ჩვენი სტუდენტების დასაქმება, ასევე მათი დაფინანსებით აღიჭურვა კოლეჯის სამზარეულო და საკონდიტრო.  

კოლეჯი თანამსრომლობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია   „ტოლერანტთან“,  რომელიც არის უფლებადამცველი ორგანიზაცია. მას არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ერთობლივად იქნა განხორციელებული პრობაციონერი ახალგაზრდებისა და რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროექტები. პროექტების ფარგლებში სულ გადამზადებული იქნა 65 ახალგაზრდა პრობაციონერი და ყოფილი პატიმარი.