www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №74/ნ
2014 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიული კოლეჯის ,,ოპიზარი“ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირად საზოგადოებრივ კოლეჯად „ოპიზარი“ რეორგანიზაციისა
და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარი“
წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე
მუხლის და ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე
ვბრძანებ:
მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პროფესიული კოლეჯი ,,ოპიზარი“ 2014 წლის 07 ივლისამდე
რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - საზოგადოებრივ კოლეჯად „ოპიზარი.“
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი“ ჩაითვალოს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის ,,ოპიზარი“ სამართალმემკვიდრედ.
მუხლი 3
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარი“
თანდართული წესდება;
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის
,,ოპიზარი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2011 წლის 6 მაისის №68/ნ ბრძანება;
მუხლი 5
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების
დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
მუხლი 6
ბრძანება, გარდა მე-3 და მე-4 მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 7
ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 07 ივლისიდან.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარი“ წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ (შემდგომში – საზოგადოებრივი კოლეჯი) წარმოადგენს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო).
2. საზოგადოებრივი კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს
http://www.matsne.gov.ge 04003000022022016809
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით,
,,პროფესიული განათლების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
3. საზოგადოებრივ კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და
იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. საზოგადოებრივი კოლეჯის მისამართია: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N106.
მუხლი 2. საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნები და ამოცანები
1. საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია:
ა) ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე მოსამზადებელი
ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო
პროგრამების განხორციელება.
ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის გაცემა.
2. თავისი მიზნის მისაღწევად საზოგადოებრივი კოლეჯი:
ა) უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და
განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო - სამეწარმეო პარტნიორობას;
ე) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის
პირობების შესაქმნელად;
ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
ზ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან;
თ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
ი) ახორციელებს ტრენინგ - კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის გაცემა;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი II
საზოგადოებრივი კოლეჯის მართვა
მუხლი 3. საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოებია: საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და
საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 4. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი
1. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და
ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. მოადგილე საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.
http://www.matsne.gov.ge 04003000022022016809
მუხლი 5. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის ფუნქციები
საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი: (შემდგომში - დირექტორი)
ა) ახორციელებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვას;
ბ) წარმოადგენს საზოგადოებრივ კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს,
ბიუჯეტსა და საშტატო განრიგს;
დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა
თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია
კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ე) დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის
მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევის მიზნით
ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა
ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნებთან დაკავშირებულ
ვადებს;
ზ) არაუგვიანეს პირველი თებერვლისა აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს სამეთვალყურეო საბჭოს
საზოგადოებრივი კოლეჯის საგანმანათლებლო, ფინანსური და კანონმდებლობით ნებადართული სხვა
საქმიანობის შესახებ;
თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
თანხმობა. აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა, ისეთი გარიგებების დადებისას რომლის
ღირებულებაც აღემატება საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტის 5%-ს;
ი) წარმართავს და ზედამხედველობს საზოგადოებრივ კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო
პროცესს და სასწავლო პრაქტიკას;
კ) ასრულებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახლად დაფუძნებული
ან/და რეორგანიზებული საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოებრივი კოლეჯის წესდებით
გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო
1. საზოგადოებრივი კოლეჯის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება
5 წევრისაგან.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს
დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს და
სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;
გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ადამიანური რესურსების
მართვის პოლიტიკას;
დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის სამოქმედო გეგმას;
http://www.matsne.gov.ge 04003000022022016809
ე) აკონტროლებს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ საზოგადოებრივი კოლეჯის წესდების პროექტს და
წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით
სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.
2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში
გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, ყოველ სამ თვეში
ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება
მოწვეულ იქნეს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2
წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
4. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა
უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა
მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით.
5. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაციის
შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა საჯარო კოლეჯთან
გაერთიანება/მიერთება ან საზოგადოებრივი კოლეჯის გაყოფა/გამოყოფა საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ
შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს:
ბ.ა) საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
სამინისტროს მიერ დანიშნული პირია;
ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული
სტუდენტების მშობელთა ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია;
გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს ამ
საზოგადოებრივ კოლეჯში;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და საზოგადოებრივ კოლეჯს შორის
შეწყდა შრომითი ურთიერთობა;
ე) სამინისტროს მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და
საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების
თანამშრომელი;
ვ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა ძალაში;
ზ) პირი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანადაა აღიარებული;
http://www.matsne.gov.ge 04003000022022016809
თ) გარდაიცვალა.
მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თუ
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელია
იგი აირჩევა პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) მეთვალყურეობას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება
შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) თუ ამ წესდებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა/დანიშვნა
1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.
2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან.
3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი;
გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი;
დ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელი;
ე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის, დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, შესაბამისი
ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების
გათვალისწინებით.
5. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლისა და პროფესიული განათლების
მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ
წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 10. სამინისტროს მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა
1. სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო
საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას.
2. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი
http://www.matsne.gov.ge 04003000022022016809
ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, სამინისტრო შეარჩევს საზოგადოებრივი
კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რაც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული
განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევა
1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელს ირჩევენ
პროფესიული სტუდენტების სწავლის ვადით მათი მშობლები, ხოლო პროფესიული განათლების
მასწავლებელთა წარმომადგენელს საზოგადოებრივ კოლეჯში მომუშავე პროფესიული განათლების
მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული
კენჭისყრით 3 წლის ვადით.
2. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის ან/და პროფესიული განათლების
მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების
დღეს ნიშნავს დირექტორი.
3. თითოეული პირი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
4. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. პროფესიული სტუდენტის მშობელს ან კანონიერ
წარმომადგენლებს აქვთ ერთი ხმა თითო პროფესიულ სტუდენტზე.
5. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი მხოლოდ
მშობელს.
6. საარჩევნო კომისიის მიერ ცალ-ცალკე დაითვლება:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის შედეგები;
ბ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლების შედეგები.
7. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას.
მუხლი 12. საარჩევნო კომისია
1. პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა
წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც
შედგება საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომლებისაგან.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი მასწავლებელი;
ბ) დირექტორი ან მისი ნათესავი;
გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.
3. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრების
რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
თავი III
საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები.
საზოგადოებრივი კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 13. საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება
1. საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული,
ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. საზოგადოებრივი კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. საზოგადოებრივი კოლეჯის
http://www.matsne.gov.ge 04003000022022016809
წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული
დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 14. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი
1. საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და
საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების
განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი
სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა
განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. საზოგადოებრივ კოლეჯს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი
გადაწყვეტილება.
მუხლი 15. საზოგადოებრივი კოლეჯის დაფინანსება
1. საზოგადოებრივი კოლეჯის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
3. საზოგადოებრივი კოლეჯის სახსრების განკარგვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების
შესრულებას. საზოგადოებრივი კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
თავი IV
საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 16. საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს
საკუთრებაში.
თავი V
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 17. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
საზოგადოებრივი კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს
http://www.matsne.gov.ge 04003000022022016809
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 18. გარდამავალი დებულებები
1. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს
ახორციელებს დირექტორი.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის
მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება
დირექტორმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში.
3. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილის
დანიშვნა სამინიტრომ უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში.
4. საზოგადოებრივი კოლეჯი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიული
კოლეჯის ,,ოპიზარი“ სამართალმემკვიდრეს.
http://www.matsne.gov.ge 04003000022022016809

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №123/ნ

2014 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ საჯარო

სამართლის იურიდიულ პირად საზოგადოებრივ კოლეჯად „ოპიზარი“ რეორგანიზაციისა

და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარი“

წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 

 

 

 

 

 

2014 წლის 20 ივნისის №74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს

კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის

საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ საჯარო სამართლის

იურიდიულ პირად საზოგადოებრივ კოლეჯად „ოპიზარი“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის

იურიდიული პირის საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №74/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge,

23/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016809) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3

მუხლით დამტკიცებული წესდების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“

ქვეპუნქტი:

„დ1) შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა;“.

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე