www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი“

 

მ ი ს ი ა

კოლეჯის მისიაა მოამზადოს პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული პროფესიონალი კადრები, საზოგადოების უზრუნველყოფა მაღალკვალიფიციური, მაღალი ზნეობრივი და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანური რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას.

დაწესებულების მიზანია:რეგიონის  შრომისბაზრის მოთხოვნათა ანალიზის მიხედვით სპეციალისტთა მომზადება რეგიონის სტრუქტურული ერთეულებისათვის. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნათა საფუძველზე, თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების  გავრცელება. მოკლევადიანი პროფესიული განათლების პროგრამებით წარმოებაში დასაქმებულ პირთა მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, თანამშრომლობა სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და დაწესებულებებთან. კოლეჯის ამოცანაა დაამკვიდროს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, შესძინოს სტუდენტებს საჭირო ცოდნა და უნარები, მუდმივად იზრუნოს პედაგოგების ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.

მთავარი ფასეულობები

-        აზრის გამოხატვის თავისუფლება

-        პიროვნების დისკრიმინაციის დაუშვებლობა

-        პროფესიონალიზმი

 

 კოლეჯის მისიის განხორციელების მექანიზმები

კოლეჯი ,,ოპიზარი“ თავის მისიას განახორციელებს:  

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც ორიენტირებულია ცოდნაზე დაფუძნებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ხარისხის მართვის ერთიანი სისტემი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას კავალიფიციური ადამიანური რესურსით, რომელიც ემსახურება სწავლების პროცესებს.

ხარისხის მართვის ერთიანი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიცემას. 

სხვადასხვა სახის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელიც ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შრომის ბაზარზე.

ადამიანური რესურსით, რომლის პროფესიონალური განვითარებისათვის კოლეჯი განახორციელებს პროფესიული განათლების პროგრამებს.

სტუდენტთა აქტივობის სტიმულირებით საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებასა და ხარისხის მართვის პროგრამებში მონაწილეობისათვის.

საზოგადოებრივი სერვისის პროგრამებით რომელიც ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალურ და ინტელექტუარულ მხარდაჭერაზე.

დამსაქმებელთა კორპუსთან აქტიური თანამშრომლობით, მათი მოთხოვნების შესწავლით და პრაქტიკული რეალიზაციით.

მართვის მოქნილი სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს კოლეჯის ყველა სტრუქტურული ერთეულის კოორდინირებულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

 

 კოლეჯის თვითმყოფადობა

კოლეჯის თვითმყოფადობას განაპირობებენ შემდეგი ფაქტორები:

-        თანამედროვესტანდარტების შესაბამისი სასწავლო და სამუშაო გარემოს სექმნა.

-        პერმანენტურად განახლებადი და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები

-        მუდმივი კონტაქტები უცხოელ პარტნიორებტან სასწავლო პრაქტიკული პროცესის სრულყოფის მიზნით

-        თანამშრომლობა პროფესიულ კერძო სექტორთან

-        აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდისა და სრულყოფის ღონისძიებების განხორციელება

-        თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარჩვევების შეძენის შესაძლებლობათა ოპტიმალური შეხამება.

-        ცოდნის შეფასების ობიექტური სისტემების დანერგვა

-        პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფილი განხორციელება.