www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი“

პერსონალისა და პედაგოგების მიღების

წესი

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 1. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს    სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ოპიზარი“ (შემდეგში -კოლეჯი ) პროფესიული განათლების მასწავლებლების, მოწვეული სპეციალისტების,ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების წესს.

 2. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, ,,პროფესიული განათლებისშესახებ საქართველოს კანონის, განათლების სფეროში არსებული სხვა     საკანონმდებლო და  კანონქვემდებარე აქტების,საქართველოს შრომის კანონმდებლობის, კოლეჯის  წესდებისგათვალისწინებით და განსაზღვრავს პერსონალთან შრომითი ურთიერთობების დარეგულირების საკითხებს;

 

მუხლი 2. დაწესებულების პერსონალი

2.1. დაწესებულების პერსონალს განეკუთვნებიან:

2.2. პროფესიული განათლებლის მასწავლებლები;

2.3. მოწვეული სპეციალისტები;

2.4. ადმინისტრაციული პერსონალი;

2.5. დამხმარე პერსონალი

მუხლი 3. პერსონალის     მიღების    წესი:

3.1    კოლეჯში პერსონალი მღების წესი შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის ნორმებს;

3.2. დაწესებულების პერსონალი შედგება ადმინისტრაციული პერსონალისაგან, პროფესიული განათლების მასწავლებლებისაგან და დამხმარე პერსონალისაგან;

3.3.ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს სამსახურში იღებს და ათავისუფლებს დირექტორი;

3.4. პერსონალის სამსახურში მიღება ფორმდება დირექტორის ბრძანებით.ბრძანები გამოცემის  საფუძველია პერსონალის პირადი განცხადება, აგრეთვე თანამდებობრივი საკვალიფიკაციო   მოთხოვნების დაკმაყოფილება,ასეთის   არსებობის შემთხვევაში;

3.5.პერსონალის სამსახურში მიღებისას და განთავისუფლებისას დირექტორი ხელმძღვანელობს საქართველოს   შრომის კანონმდებლობით.

3.6.პერსონალთან,რომელიც სამუშაოდ მიიღება დროებით  განსაზღვრული ვადით,კონკრეტული სამუშაოს  შესრულებისათვის, შრომითი ურთიერთობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;

3.7.დირექტორი უფლებამოსილია პერსონალი სამუშაოდ მიიღოს გამოსაცდელი ვადით, შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის შესახებაც აღინიშნება შესაბამის ბრძანებაში;

მუხლი4 . პროფესიული განათლების მასწავლებელი

4.1.პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის   არანაკლებ 3/სამი/ წლის გამოცდილება;

4. 2 თუ შესაბამისი პროფესიული სტანდარტით დადგენილია დამატებითი მოთხოვნები,მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებსაც;

4.3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება წარმოადგენს ამ პროგრამის პროფესიულ მასწავლებლებთან ან მოწვეულ სპეციალისტებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველს;

4.4. პედაგოგიურ პერსონალს სამსახურში იღებს და ათავისუფლებს დირექტორი;

4.5. პროფესიული განათლების მასწავლებელი:

. ვალდებულია დაიცვა შრომის და სწავლების დადგენილი ნორმები;

. ვალდებულია დაიცვას შინაგანაწესი;

. თავისუფალია სწავლების მეთოდიკის შერჩევაში;

. ვალდებულია წარმოადგინოს სილაბუსი და კალენდარული გეგმა;

. უფლებამოსილია მოითხოვოს შრომის უსაფრთხო გარემო;

. მუდმივად უნდა ზრუნავდეს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე;

.უნდა იცავდეს განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას და ასრულებდეს მისადმი დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს.

 

მუხლი5. . პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევის წესი

5.1.პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევის მიზნით მისაღები კანდიდატი მიმართავს კოლეჯის დირექციას განცხადებით, განცხადება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;

)დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს განსაზღვრულია პროფესიული სტანდარტით;

) სასწავლო კურსები/მოდულები,რაზეც ცხადდება კონკურსი;

) წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა;

5.2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

) რეზიუმე(CV)

) პირადობისმოწმობის ასლი;

) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

) ორი ფოტოსურათი.

)3(სამი)წლის მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი ცნობა ან შრომის წიგნაკის ამონაწერი ( არსებობის შემთხვევაში);

5.3.მასწავლებელთა კანდიდატურებიდან შერჩევას ახორციელებენ დირექტორი და  პროგრამებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.

5.4.პროფესიული მასწავლებლების დანიშვნა ხდება დირექტორის ბრძანებით და ფორმდება მათთან შრომითი ხელშეკრულებები.

5.5.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება წარმოადგენს ამ პროგრამის პროფესიულ მასწავლებლებთანა მოწვეულ სპეციალისტებთა ნშრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველს.

5.6.შესაძლოა პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად დირექტორის ბრძანებით გამოცხადდეს კონკურსი.კონკურსის ჩატარების პირობები და წესი განისაზღვრება კონკურსის ჩატარების შესახებ ბრძანებით.

 

მუხლი6. მოწვეული სპეციალისტი ;

6.1.     საგანმანათლებლო პროგრამა პროფესიული განათლების მასწავლებლების გარდა,შეიძლება განახორციელონ აგრეთვე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულმა სპეციალისტებმა,თუმცა პროგრამის განხორციელება დაუშვებელია მხოლოდ მოწვეული პერსონალის მიერ ;

6.2. დაწესებულება უფლებამოსილია, პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ.

6.3. მოწვეულ სპეციალისტს უფორმდება კონტრაქტი დირექტორის მიერ,

6.4.საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება შეიძლება გახდეს მოწვეულ სპეციალისტებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველი ;

 

მუხლი7. პროგრამის ხელმძღვანელი ;

7.2. პროგრამის ხელმძღვანელი არჩევა ხდება დარგობლივი კათედრების სხდომებზე; 

7.3.პროგრამის ხელმძღვანელი ახორციელებს კონკრეტული პროფესიული პროგრამის განხორციელების საერთო ზედამხედველობას, მის შედგენას,მასში ცვლილებების შეტანას,ცალკეული კურსებისათვის სასწავლო დატვირთვის მოცულობის განსაზღვრას, სასწავლო ლიტერატურით უზრუნველყოფას და სილაბუსების მომზადების ორგანიზებას;

 

მუხლი8. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

8.1. აღნიშნული დებულებისდამტკიცებახდება დირექტორის ბრძანებით ;

8.2. მიღების წესში ცვლილებებისა და დამატებების    შეტანა, აგრეთვე გაუქმება, ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის  დაცვით.