www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


 

   დამტკიცებულია :

 

   კოლეჯის დირექტორის 

 

  ბრძანება # 03  10/07/2014 წელი

 

 

 

სსიპ   საზოგადოებრივი კოლეჯის  ,,ოპიზარი

 

სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები 

 

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯის  ოპიზარი    (შემდგომში - ,,კოლეჯი“)  სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები, განსაზღვრავს და არეგულირებს კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა და თანამშრომელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის წესებსა და პროცედურებს.

 

მუხლი 2. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი

 

1.კოლეჯში ფუნქციონირებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვისსაჭირო მედიკამენტებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარების ოთახი, რომელსაც ხელმძღვანელობს კოლეჯის დირექტორის მიერ დანიშნული თანამშრომელი - მედდა.

 

 

 

 2.მედდა უზრუნველყოფს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის აუცილებელი ზომების გატარებას.

 

3.კოლეჯი უზრუნველყოფს სამედიცინო ოთახის აღჭურვას პირველადი სამედიცინოდახმარების აღმოჩენისათვის აუცილებელი მედიკამენტებით. მედიკამენტების ვარგისიანობის (ვადა, შენახვისათვის დადგენილი წესების დაცვა და ა.შ) შემოწმების კონტროლს ახორციელებს კოლეჯის მედდა.

 

4.კოლეჯის ყველა აუდიტორიაში და სასწავლო სახელოსნოში, პროფესიულ სტუდენტთადა დასაქმებულ პირთათვის თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია კოლეჯის მედდის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

 

5.სატელეფონო შეტყობინებას პროფესიული სტუდენტის შეუძლოდ ყოფნის თაობაზეახორციელებს აუდიტორიაში მყოფი მასწავლებელი ან მისი დავალებით რომელიმე სტუდენტი.

 

 

 

 6.სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროებისას, რომელიც სცილდება მედდისკომპეტენციის ფარგლებს, მის მიერ გამოძახებული იქნება სასწარაფო სამედიცინო დახმარება და გატარდება შესაბამისი ზომები.

 

მუხლი 3. მედდის უფლება მოვალეობები

 

 

 

1. მედდა უფლებამოსილია:

 

1.1 კოლეჯის ადმინისტრაციას მოსთხოვოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის აუცილებელი მედიკამენტების ან/და სამედიცინო ინვენტარის შეძენა (მაგ. წნევის საზომი აპარატი, თერმომეტრი და .).

 

1.2 განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.

 

2. მედდა  ვალდებულია:

 

2.1 უზრუნველყოს კოლეჯის წინაშე სამედიცინო კუთხით არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულება.

 

2.2საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო დახმარება გაუწიოს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს და თანამშრომლებს. ქმედუუნარო პაციენტის შემთხვევაში, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს კანონიერ წარმომადგენელს.

 

2.3 განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, აღრიცხოს და მეთვალყურეობა გაუწიოს ავადმყოფ  სტუდენტებს (დიაბეტი, ეპილეფსია, დაქვეითებული მხედველობა,

 

უნარშეზღუდული და .აშ.). ასევე იზრუნოს კოლეჯის სამედიცინო  მომსახურების ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის.

 

2.4 უზრუნველყოს კოლეჯის სამედიცინო, სანიტარულ-ჰიგიენური  ნორმების დაცვა. 2.5 ფლობდეს ინფორმაციას კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა (მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები) და თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ.

 

2.6 უზრუნველყოს ინფექციური თუ ვირუსული დაავადების გავრცელების ან მათი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უფასო  სამედიცინო კონსულტაციების გაწევა  კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.

 

2.7 აწარმოოს აღრიცხვიანობის ჟურნალი   მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა  და გამოყენებული მედიკამენტების  შესახებ.

 

მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი 

 

წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.