www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი:

ორშაბათი - პარასკევი   9.00 -18.00

შესვენება 13.00 – 14.00

ბიბლიოთეკაში გაწევრიანება

·        კოლეჯის ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოთეკაში გაწევრიანების შემდეგ. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება შეუძლიათ სტუდენტებს, პედაგოგებს და თანამშრომლებს.

·        გაწევრიანებისათვის აუცილებელია ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის გავლა, რისთვისაც წარდგენილი უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შეივსოს მკითხველის ბარათი საიდენთიფიკაციო ნომრით. ამის შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს ბიბლიოთეკის ნებისმიერი სერვისით.

·        ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც არ ექნებათ მკითხველის ბარათი.

წიგნების გაცემა და დაბრუნება

·        ბიბლიოთეკაში მოქმედებს ანბანური კატალოგის სისტემა. აღნიშნულ კატალოგებში საჭირო წიგნის მოძიების შემდეგ მომხმარებელი ავსებს მოთხოვნის ბარათს, რის საფუძველზეც ხდება წიგნის გაცემა.

·        წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს თითო ეგზემპლარი, გაიცემა მხოლოდ სამკითხველო დარბაზში სარგებლობისთვის ან ქსეროასლების მისაღებად.

·        ასევე მხოლოდ სამკითხველო დარბაზში სარგებლობისათვის გაიცემა პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები), საცნობარო ლიტერატურა (ენციკლოპედიები, ლექსიკონები), ციფრული ერთეულები (DVD, CD).

·        კოლეჯის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოქმედებს წიგნთან თავისუფალი დაშვების წესი.

·        დაუშვებელია ერთი და იგივე დასახელების მეტი ეგზემპლარის გაცემა ერთ მომხმარებელზე

·        გაცემული ლიტერატურის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ეგზემპლარს.

·        ლიტერატურის რაოდენობა სამკითხველო დარბაზში სარგებლობისათვის არ არის შეზღუდული.

·        სასწავლო ლიტერატურა ,რომელიც განკუთვნილია მიმდინარე სემესტრში სტუდენტთა მოხმარებისათვის, გაიცემა მხოლოდ 24 საათი.

·        სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გაცემის ვადა განისაზღვრება 7 დღით. წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება ხდება მხოლოდ ერთხელ ასევე 7 დღით.

·        პედაგოგებისათვის წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება ხდება ორჯერ- მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 21 დღით.

·        გატანილი მასალის ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (7 დღე) მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას ან მოახდინოს ხელახლა ვადის გაგრძელება.

·        მკითხველის მიერ წიგნის დაბრუნებისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ მკითხველზე აღარ მოხდება წიგნის გაცემა.

·        წიგნის დაკარგვის შემთხვევაში, მკითხველი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ბიბლიოთეკას, რის შემდეგაც ქონების შეფასების კომისიის მიერ მოხდება აღნიშნული ერთეულის საბაზრო ფასის დადგენა; მოხდება ბიბლიოთეკარის მიერ შესაბამისი აქტის შედგენა ერთეულის ღირებულების მითეთებით და მკითხველს ეცნობება თავისი ვალდებულებების შესახებ.

·        მკითხველს შეუძლია წარმოადგინოს იგივე დასახელების ერთეული ან სანაცვლოდ სხვა დასახელების ერთეული ბიბლიოთეკართან შეთანხმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს აქტით განსაზღვრული ღირებულება.

ბიბლიოთეკაში ქცევისა და წიგნთან მოპყრობის წესები

·        მკითხველს შეუძლია მიიღოს სრული ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია და კონსულტაცია ბიბლიოთეკარისაგან.

·        ჩაატაროს ძიება საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით.

·        ისარგებლონ კომპიუტერითა და ინტერნეტქსელით.

·        გადაიღოს ფონდში დაცული მასალების ქსეროასლები.

მკითხველს ეკრძალება:

·        კატალოგიდან ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების, ბარათების ამოღება

·        წიგნის დაზიანება (დახევა , გაჭუჭყიანება , ფურცლის ამოხევა), მასალებზე აღნიშვნების გაკეთება. ამგვარი დაზიანებების აღმოჩენისა  და დადასტურების შემთხვევაში მომხმარებელს შეეზღუდება ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება.

·        ხმაური და ხმამაღალი საუბარი.

·        მოწევა

 

·        მობილური ტელეფონის გამოყენება.