www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა



 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი“

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

 

I.   ზოგადი ნაწილი

                                

1.     საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს წარმოადგენს ხარისხისა და პროგრამების  მართვის მენეჯერი დარგობლივ კათედრებთან ერთად თანამშრომლობით რომელიც ანხორციელებს შემდეგ მიზნებს:

ა. კოლეჯის სასწავლო საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას.

ბ.ხარისხის სისტემატურ შეფასებას და სწავლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განხორციელებას.

გ. სტუდენტების სასწავლო პროცესის შეფასების პროცესში ჩართულობას.

დ. კოლეჯის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.

2.     ხარისხისა  დაპროგრამები  მართვის მენეჯერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ,,პრეფესიული განათლების შესახებ“, მოქმედი კანონმდებლობის,  კოლეჯის წესდების, შინაგანაწესის, ბრძანებების, გადაწყვეტილებებისა და წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე.

3.     ხარისხისა   და პროგრამების მართვის მენეჯერს ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.

4.     ხარისხის სამსახურის საქმიანობა საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

II.    ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი მიზნები და ამოცანები

                         სამსახურის მიზნები და ამოცანებია:

1.     კოლეჯში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

2.     საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება, წარდგენა და მასში ცვლილებების შეტანა;

3.     საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი და მათი გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

4.     ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური პროგრამასთან თანმიმდევრულად ახორციელებს რამდენიმე პროცედურას.

დაგეგმვა:

პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად ხორციელდება პროგრამის დაგეგმვაში, კერძოდ,კანონმდებლობასთან შესაბამისობის შედეგად მიზნების, კომპეტენციებისა და სასწავლო გეგმის განსაზღვრა.

განხორციელება:

პროგრამაზე განხორციელებული მონიტორინგით მიღებული შედეგების ანალიზით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს პროგრამის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ რეკომენდაციებს;

შემოწმება:

სწავლების ხარისხის შეფასება ხდება რამდენიმე გზით: ა. სტუდენტების სისტემატური გამოკითხვით ფასედება ადამიანური რესურსები, სწავლების მეთოდოლოგია, გამოყენებული ინფრასტრუქტურა.ბ. პედაგოგების და პერსონალის გამოკითხვით კი სწავლების უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურა. გამოკითხვის შედეგების ანალიზისა და შესაბამისი რეაგირებით ხდება სწავლების შემგომი სრულყოფის ღონისძიებების დასახვა. პერიოდულად პროგრამის მიმდინარეობის, ბიბლიოთეკის მუშაობის და ა.შ. შემოწმება. ხარისხის გაუმჯობესებისათვის გამოიყოფა შესაბამისი რესურსები და შემდგომ ხორციელდება მისი კონტროლი.

განვითარება:

ა. პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად კოლეჯის ხარისხისა და პროგრამების მართვის მენეჯერი კათედრის წევრებთანუზ ერთად შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს პროგრამის განხორციელების შემდგომი სრულყოფის მიზნით;

ბ. ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესის უზრუნველყოფა და ორგანიზება;

გ. ხარისხისა და პროგრამების მართვის მენეჯერის მიერ მომზადებული დოკუმენტს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ამ რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების, ასევე განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებული განხორციელების წინაპირობას.

ხარისხის უზრუნველყოფის    სამსახურის საქმიანობის სფერო

ა. სამსახურის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება კოლეჯის სასწავლო მუშაობის, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია და ხარისხის სისტემატური შეფასება; ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება.

ბ. სასწავლო პროცესის ხარისხის განმსაზღვრელი თანამედროვე კრიტერიუმების დამუშავება, დანერგვა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი. სტუდენტთა ახალი შეფასების კითხვარების შემუშავება, რომელიც შეეხება სასწავლო კურსებს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სასწავლო პროცესს;

გ. საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, კურუკულუმების, მუდმივი სრულყოფის კოორდინაცია, რაც გულისხმობს პერიოდულად საგანმანათლებლო პროგრამების  მონიტორინგს და რეკომენდაციების შემუშავებას მათი გაუმჯობესებისათვის;

დ. ხარისხის სამსახური უზრუნველყოფს პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას ავტორიზაციის და პროგრამულ აკრედიტაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

ე. კოლეჯის პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ორგანიზებას შემდეგ საკითხებზე: საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების შემოღება და დანერგვა;

ვ. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადება;

ზ. მასწავლებელთა რეიტინგის განსაზღვრის მიზნით სტუდენტთა გამოკითხვის ჩატარება;

თ. ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.

 ი.უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით განსაზღვრული ყველა ამოცანის შესრულებას;

 კ. ხარისხისა და პროგრამების მართვის მენეჯერი დარგობლივი კათედრებთან მუშაობით უზრუნველყოფს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.ყოველი აკადემიური წლის ბოლოს ამზადებს საანგარიშო მოხსენებას, მას წარუდგენს კოლეჯის დირექტორს;

ლ. უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობას;

მ. ხარისხისა და პროგრამების მართვის მენეჯერი დარგობლივი კათედრებთან შეთანხმებით წარადგენს წინადადებებს ცალკეულ თანამშრომელთა წახალისების ან შინაგანაწესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

 

 

III.        დასკვნითი დებულება

1.     დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2.     დებულება ძალაშია კოლეჯის დირექტორის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან;

3.     დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების  მომენტიდან.