www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




2017-12-04    

კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის (საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წარმომადგენელი ,დამსაქმებელთა წარმომადგენელი) კანდიდატთა რეგისტრაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 14 ივნისის №74ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარი“ წესდების შესაბამისად, კოლეჯის მართვის ორგანოებია კოლეჯის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წარმომადგენელი ,დამსაქმებელთა წარმომადგენელი) დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 01 დეკემბრის N1058 ბრძანებით გამოცხადდა სსიპ საზოგადოებრივი  კოლეჯის  ,,ოპიზარი“ სამეთვალყურეო საბჭოში წევრობის (საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წარმომადგენელი ,დამსაქმებელთა წარმომადგენელი) მსურველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის ვადა. 2017 წლის 04 დეკემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრის  ჩათვლით.

რეგისტრაცია წარმოებს კოლეჯში მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ# 106, ყველა სამუშაო დღეს:  09:00-18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგმართეთ ტელეფონზე: 577 200 730, 591 411 180

ადმინისტრაცია