www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




2017-12-06    

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჯანმრთელობისა და სოცალური უზრუნველყოფის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ხელშეწყობით, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „ოპიზარი“ პროექტი განხორციელდა     14პროფესიულ მოკლევადიან პროგრამებზე. შემაჯამებელ მეცადინეობებზე  განხორციელდა სხვადასხვა სახის  აქტივობები: ერთ-ერთი ასეთი  საქველმოქმედო ღონიოსძიება ჩატარდა  ახალციხის #7 საჯარო სკოლის (შშმ და სსმ ) და  შშმ პირთა ცენტრის“ტალიტაკუმის“ მოსწავლეებისათვის კერძოდ სტილისტ პარიკმახერის( ქალი, მამაკაცი) ჯგუფის მსმენელებმა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად  მოსწავლეებს გაუკეთეს სხვადასხვა სახის    მომსახურეობა (შეჭრა, დავარცხნა,შეღებვა), ასევე  სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ კონდიტერის ჯგუფის მიერ მომზადებული ტკბილეული; სამკერვალო ჯგუფის მიერ შეკერილი სამოსი; ელექტრიკოსის ჯგუფის მსმენელებმა შეასრულეს  მათთვის საჭირო მარტივი  ელ.სამონტაჟო სამუშაოები.

 კოლეჯის თანამშრომლები გეგმავენ ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ და უპატრონო და მზურნველობაბოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის“ საქველმოქმედო ღონისძიების მოწყობას, მოხდება აგრეთვე აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექნილი პროდუქციის გადაცემაც.