www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




2018-02-28    

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი

 

  • შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების დროს,  პანსიონში ცხოვრებისას და/ან სამეწარმეო პრაქტიკის განხორციელებისას

კერძოდ:

– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარების (მობილობა, კომუნიკაციის, თვით–მოვლის უნარები) შეფასება;

– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაპრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის    ფიზიკური გარემოსშეფასება, საჭირო ცვლილებების გეგმის შემუშავება;

– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაპრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის    ფიზიკური გარემოს ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;

– სამუშაო და სასწავლო მასალის ადაპტირება სტუდენტის სასწავლო და თვით მოვლის აქტივობებში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;

–კომპლექსური ადაპტაციების შემთხვევაში რეკომენდაციების წარდგენა  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წინაშე;

– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოში და პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციაშიდამოუკიდებლად ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან ერთად;

– განსაზღვრული მიზნების მიმართულებით ინტერვენციის განხორციელება: შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა უნარების გავარჯიშება საგანმანათლებლო გარემოში ადაპტირების მიზნით;

– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო და პრაქტიკის პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური  აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია) განხორციელების პროცესში;

– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვისდა სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული (დავალებული) აქტივობების  განხორციელება;

– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით (პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთან და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან, მშობელთან) თანამშრომლობა ეთიკური პრინციპების დაცვით,

– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა შეფასების, განხორციელებული ინტერვენციის და მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირება,

 

  • Ø პასუხისმგებლობის  საზღვრები

 

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი ანგარიშვალდებულია  საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან;

 

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი ვალდებულია  შეათანხმოს ყველა გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან;

 

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი ვალდებულია წარუდგინოს ყოველთვიური ანგარიში  საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციას.

 

  • Ø საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სასურველიპროფესია:სპეც.მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი, სოც.მუშაკი

სასურველისაგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების, რეაბილიტაციის ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ სფეროში

სამუშაო გამოცდილება:  მუშაობის არა უმცირეს ორწლიანი გამოცდილება სოც უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, განათლების ან ინკლუზიური განათლების სფეროში. დაიშვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან აღმზრდელად ან ძიძად მუშაობის გამოცდილების მქონე პირები.

მინიმალური კომპეტენცია:  „საქართველოსკანონი ზოგადი განათლების შესახებ“. ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“ ,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (პროფესიული განათლების შუალედური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2012 წლებისათვის), „ეროვნული სასწავლო გეგმა 2011–2016“, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“

სასურველი უცხო ენა:  ინგლისური ენა

 

  • Ø სხვა სპეციალური მოთხოვნები

 

– საჯარო სკოლებში, სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში,  დღის ცენტრებში  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;

– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ფუნქციურიუნარების შეფასებისა;

–  კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის და განხორციელების;

– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეაბილიტაციის და/ან სწავლების.

 

  • Ø დამატებითი ინფორმაცია

უპირატესობამიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს: 

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების საქმეში

აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

  •  სამუშაო პირობები

სარგო: 450  ლარი

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ,ახალციხე, რუსთაველის ქ# 106

ადგილების რაოდენობა: 1

მუშაობის ხანგრძლივობა : 2018 წლის 30 ივნისამდე.

 

 

  • Ø წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

– ავტობიოგრაფია

– სამოტივაციო წერილი

– სარეკომენდაციო წერილი წინარე დასაქმების ადგილიდან

– პირადობის მოწმობის ასლი

– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი)

– კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები

 

 კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადის გადარჩევა
  • გასაუბრება

 

საბუთები მიიღება 2018 წლის  09 მარტის ჩათვლით .

დაინტერესებულ პირებს,გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის №106. ტელ: 577 200 730