www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




2018-09-17    

21 სექტემბერს, პარასკევს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, 13:00სთ-ზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ,,ახალციხე ჯობს“ ჩატარდება. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტისა და USAID-ის პროექტის ,,ზრდის" მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ,,კრეატიული განვითარების ცენტრი“. თქვენ გელით ვორქშოფები დასაქმებისა და კარიერული წინსვლის თემებზე.

საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება სპიკერი, რომელიც ისაუბრებს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.

,,ახალციხე ჯობსის“ ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება გაგრძელდება 15:00სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე: https://goo.gl/D1cLa7.

ყველა, ვინც გადაწყვეტს ,,ახალციხე ჯობს’’-ზე დასწრებას, თან უნდა იქონიოს რამდენიმე რეზიუმე, რომელსაც დამსაქმებელს წარუდგენს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

HR hub-ის თანადამფუძნებელი და PR მენეჯერი

ანა გზირიშილი - +995 555362263