www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




2018-09-17    

დღეს კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, კოლეჯის პარტნიორმა ორგანიზაციამ სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაციამ "ერთობა" GBDC-Fert-ის ტექნიკური ჯგუფის შუამდგომლობით მოიწვია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ს.ე.ს და საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სხვადასხვა თემატიკასთან სასაუბროდ, პრობლემატური საკითხების განსახილველად და შესაძლო გამოსავლის გზების ერთობლივად მოძებნასთან დაკავშირებით.
შეხვედრის თემები:
უკონტროლო და უხარისხო მედიკამენტები.
სახელმწიფო გეგმიური ვაქცინაცია.
მთის მიწების სტატუსი.
მცირე ზომის საოჯახო საწარმოები.
კოორდინირებული თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევით ცენტრთან.
ჯანსაღი და ჰიგიენური რძის წარმოება
რძის გადამამუშავებელი კოოპერატივების პრობლემები.