www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




2018-09-21    

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "ოპიზარი" პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
2018 წლის 03 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით შესაძლებელია რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
1. მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული)
2. სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი
3. მზარეული
4. ავტომობილის ზეინკალი
5. სარესტორნო საქმის მწარმოებელი
6. ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)
7. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი (მოდულური)
8. თმის სტილისტი (მოდულური)
9. ელექტროობა (მოდულური)
10. სატყეო საქმე (მოდულური)
11. შედუღება (მოდულური)
12. ხის მხატვრული დამუშავება (მოდულური)
13. იატაკის და ფილის სამუშაოები (მოდულური)
14. ვეტერინარია (მოდულური)
15. ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება (დუალური)

პროფესიული ტესტირების პრეტესტი ჩატარდება - 3 ნოემბერს

პროფესიული ტესტირება - 4 ნოემბერს

პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაიწყება - 26 ნოემბერს..

სასურველი პროფესიის არჩევის შემდეგ აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:

1. დარეგისტრირდეს on-line საიტზე vet.emis.ge
2. დარეგისტრირდეს კოლეჯში ან ადგილობრივ რესურსცენტრში (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე).
3. გაიაროს პრეტესტი და ჩააბაროს გამოცდა
4. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) განცხადება
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი)
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(დედანი)
დ) 2ც ფოტო სურათი 3x4

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ისარგებლებენ ალტერნატიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

ს ა კ ო ნ ტ ა ქ ტ ო ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა:

ქ. ახალციხე რუსთაველის ქ#106

ტელ: 0365221741

ელ ფოსტა: opizari20011@gmail.com

ვებ გვერდი: www. Profkoleji-opizari.ge