www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




2018-11-12    

მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის გარე მხარდაჭერის ექსპერტმა ციური დურულმა მიმდინარე წლის 9,10,11 ნოემბერს საზოგადოებრივ კოლეჯში „ოპიზარი“ განახორციელა ვიზიტი. მან დაათვალიერა სასწავლო გარემო, დაესწრო სასწავლო პროცეს, გაესაუბრა პედაგოგებს, ასევე შეხვდა დირექციისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, შეამოწმა არსებული დოკუმენტაციები ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და მისცა შესაბამისი რეკომენდაციები.