www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


დამტკიცებულია

  კოლეჯის დირექტორის 

  ბრძანება # 03  10/07/2014 წელი

 

                                    სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი

 

პროფესიული სტუდენტის    ჩარიცხვის პროცედურა

 

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ოპიზარი“ (შემდეგში- კოლეჯი ) პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესი შემუშავებულია  განათლებისა და მეცნიერების  2013 წლის 27 სექტემბრის #152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ საფუძველზე.

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებების და მათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს,  ადგენს ჩასარიცხად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს,  ჩარიცხვის სავალდებულო წინაპირობებსა და შეღავათებს.

მუხლი 1  საზოგადოებრივ  კოლეჯში ჩარიცხვის უფლება

1.1   პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება, რათა შეიძინოს ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რაც აუცილებელია პროფესიული საქმიანობისათვის.

1.2   პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებით პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ.

1.3  პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარება.

1.4  წინა საფეხურის არარსებობისას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას პირი მოიპოვებს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

მუხლი 2.კოლეჯში ჩარიცხვის პირობები

2.1  კოლეჯში საგანმანათლებლო პროგრამებზე  აპლიკანტთა მიღება ცხადდება კოლეჯის მიერ, რომელიც ადგენს წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების, სწავლის დაწყების, დასრულების ვადას და ქვეყნდება საჯაროდ დაწესებულების ვებ-გვერდისა და საინფორმაციო საშუალებებით.

 

2.2  ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

 

2.3  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება, წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვისა და მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე, ტესტირების  გზით.

 

2.4 დაწესებულება ვალდებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურებზე მისაღები აპლიკანტთა რაოდენობის არანკლებ 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის.

 

მუხლი 3.  კოლეჯში  სტუდენტთა ჩარიცხვის საფუძველი

 

3.1. კოლეჯი ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე ცენტრის წარდგინებით სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა  მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ცენტრის მიერ დადგენილი ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3.2. დაწესებულება დაწესებილების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლოკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე;

3.3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენრი, ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან 5 დღის ვადაში და დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან 10 დღის ვადაში ქმნის რანჟირების დოკუმენტს, კოლეჯის დირექტორი ტესტირების დაწყებამდე განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს .დოკუმენტაციის წარდგენიდან 2 დღის ვადაში  , დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური  ადმინისრაციული სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/ შემდგომ საფეხურზე და აფორმებს მათთან ხელშეკრულებას( ქმედუუნარობის/ შეზღუდულქმედუნარიანობის შემთხვევაში მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან);.

3.4 სსსმ პირთა მიღების პროცედურა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების  2013 წლის 27 სექტემბრის #152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ შესაბამისად.

3.5.  ჩარიცხული პროფესიული სტუდენტის შესახებ მონაცემებს დაწესებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში  ასახავს საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში.

მუხლი 4. კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტები

4.1   პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

ა)  პირადი (სსსმ პირის შემთხვევაში - წარმომადგენლის) განცხადება,

 ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლლევის გარეშე. (საბუთების შემოტანისას უნდა წარმოადგინონ დედანი, რომელიც შედარდება ასლთან)

დ)  მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში - წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი

ე) ორი ფოტოსურათი 3x4 -ზე;

ვ)  სხვა დოკუმენტის ასლი, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი

 

4.2    ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დაწესებულებას უფლება აქვს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით მოსთხოვოს სხვა დოკუმენტები, რომელიც მითითებული იქნება საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების გამოცხადებისას განცხადებაში.

 

 

მუხლი 5კოლეჯის სტუდენტთა დაფინანსება

 

5.1  კოლეჯი  აწარმოებს სტუდენტთა მიღებას საბიუჯეტო ჯგუფებში, ასევე მოკლევადიან კურსებზე. 

 

5.2 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  2013 წლის 27 სექტემბრის #152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ შესაბამისად , ტესტირება გავლილი აპლიკანტი, რომელიც გადალახავს კანონით განსაზღვრულ მინიმალური კომპეტეციის ზღვარს, მოიპოვებს ვაუჩერულ  დაფინანსებას  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის # 244 დადგენილების  ( პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები) შესაბამისად.

 

 

 

მუხლი6 პროფესიული სტუდენტის პირადი საქმე

 

6.1პროფესიული სტუდენტის „პირადი საქმე“ იქმნება და მას აწარმოებს კოლეჯისსაამისოდ უფლებამოსილ თანამშრომელი.

 

6.2   სტუდენტის ”პირადი საქმე” მოიცავს:

ა) საბუთების მიღების ეტაპზე წარმოდგენილ ყველა დოკუმენტაციას, მათ შორის პირად (არასრულწლოვნის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის) განცხადებას;

ბ) ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის, დისციპლინის დარღვევის და ა.შ. შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ასევე, ხელშეკრულების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.

გ) ნებისმიერ ისეთ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია სტუდენტის უფლებებსა და მოვალეობებთან და მოქმედი კანონმდებლობის ან მხარეთა შეთანხმების თანახმად არ არსებობს მისი სხვა დოკუმენტებთან შენახვის ვალდებულება.

 

6.3  სტუდენტის ”პირად საქმეში” მოთავსებული დოკუმენტაცია დაწესებულების საკუთრებაა (გარდა უშუალოდ დედნის სახით წარმოდგენილი დოკუმენტისა) და რჩება მასთან. მის წარმეობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აწარმოოს ”პირადი საქმის” შემადგენლობის აღრიცხვა და თანდართვა.