www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


ბუღალტერი    III  საფეხური

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

 ბუღალტრის მესამე  საფეხურის   პროფესიული კვალიფიკაცია/ბუღალტერ-მოანგარიშე

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს:

ა) შესძინოს სტუდენტს: ეკონომიკური კატეგორიებისა და სამეწარმეო საქმიანობის ცოდნა;ბუღალტრული აღრიცხვის  ცოდნა.

ბ) განუვითაროს სტუდენტს:სამეურნეო ოპერაციის აღქმისა და შეფასების უნარი;სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტირების უნარი;ბუღალტრული დოკუმენტირების დაჯგუფებისა და რეგისტრაციის უნარი;საბუღალტრო რეგისტრებში სამეურნეო  ოპერაციის ასახვის უნარი;ბუღალტრული ანგარიშების დახურვის უნარი;საცდელი ბალანსის შედგენის უნარი;დანახარჯების კლასიფიკაციის, პერიოდიზაციისა და თვითღირებულების კალკულაციის უნარი;კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამის გამოყენების  უნარ-ჩვევა.ბუღალტრის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს  შეეძლება დასაქმდეს ბიზნესში აქვს სამეურნეო ოპერაციებისა და დოკუმენტაციის ანაგრიშსწორების, ფინანსური ანგარიშგების, საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშ წარმოების, საგადასახადო სისტემის ზოგადი პრინციპებისა და პროცესების ცოდნა.შეუძლია: შეასრულოს გამოთვლითი სამუშაოები/ ამოცანები კალკულატორის გამოყენებით, ასევე ციფრული  მონაცემების გადატანა და შეყვანა; სამეურნეო ოპერაციების ჩაწერა მარტივი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით; მონაცემების შეგროვება, დაჯგუფება და მათი ანალიზი; ფულადი ნაკადების, გაყიდვების და შესყიდვების რეგისტრაცია.

 

  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი

 

ფინანსური ანგარიშგების დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში იძლევა სათანადო ახსნა- განმარტებას; შეუძლია ელექტრონული ცხრილების გამოყენებით დოკუმენტის შექმნა, გამოთვლების ჩატარებისას მათემატიკური და ლოგიკური ფორმულების გამოყენება; შეუძლია უცხოურ ენაზე საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული ლიტერატურის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება. ასევე ფლობს უცხოურ ენას საჭირო კომპიუტერული პროგრამებში სამუშაოდ.

 

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა  

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 45 კრედიტს (1125 საათი), 49% (525 სთ) ეთმობა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას,ხოლო 51% (600სთ)- თეორიულ კომპონენტს. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 32 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

 

  1. შეფასების  კრიტერიუმები   -   შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება -  დასკვნითიგამოცდა.