www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


დურგალი  III  საფეხური

 

  1. 1.       მისანიჭებელი კვალიფიკაცია 

 

  დურგლის მესამე საფეხურისკვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

დურგლის მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის მიზანია, მოამზადოს მესამე საფეხურის  დურგალი, რომელსაც ექნება ამ სფეროს   საფუძვლების  ძირითადი ფაქტების, პრინციპების და ზოგადი კონცეფციების ცოდნა და გააცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ  ნაბიჯებს. შეისწავლოს და შეასრულოს სტაბილურ გარემოში გარკვეული დამოუკიდებლობით   წინასწარ  განსაზღვრული დავალებები, ძირითადი მეთოდების, ინსტრუმენტების და მასალების გამოყენებით.  შეძლოს სადურგლო ნაკეთობების ესკიზებისა დანახაზების შედგენას, გაეცნოს ავეჯის ისტორიას და დიზაინს, სატყეო საქონლის სახეებს და მათ ფიზიკურ- მექანიკურ თვისებებს. გამოიმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა შესძლოს მუშაობა სახელმწიფო ხის დასამუშავებელ საწარმოში, რომელიც დაკავებულია საავეჯო და სამშენებლო  ნაკეთობების წარმოებით, ასევე ნებისმიერ კერძო საწარმოსა  და უცხოურ ფირმებში. შესაძლებელია თვითდასაქმება და ინდივიდუალური მეწარმეობა. გაეცნოს და დაიცავს შრომის  უსაფრთხოების წესებს.

       ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • აღმოჩენილი დაზიანებებისა  და სხვა უწესივრობების აღმოფხვრის
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების
  1. 3.       საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი        

 

იცის, რომ პასუხისმგებელია სამუშაოს შესრულებასა და სამუშაო პროცესში კოლეგებთან ურთიერთობაზე. ზედამხედველობს და აკონტროლებს როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტული ოპერაციების შესრულებას და ხშირად მათ კომბინირებას. იცის სადურგლო ნაკეთობის ესკიზისა და მარტივი ნახაზის შედგენა. ფლობს პროფესიულ სიტყვათა მარაგს, ავეჯის ისტორიასა და დიზაინს. *შესწავლილი აქვს სატყეო საქონლის სახეები და მათი ფიზიკურ-მექანიკურ თვისებები. შეუძლია ესკიზებისა და ნახაზების წაკითხვა და გაგება. ხის პროდუქციის დადგენილი ხარისხის განსაზღვრა. მესამე საფეხურის დურგალს პრაქტიკულად უკვე შეუძლია ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც მოითხოვს ხის მასალის გაზომვას, ხელის პნევმატური, მექანიკური და ელექტრო იარაღების გამოყენებას მარტივი სადურგლო ნაკეთობის დასამზადებლად. აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, კმაყოფილია საკუთარი ხელით დამზადებული პროდუქციით.

 

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა 

  დურგალის  მესამე   საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომლის   40%--600 სთ     ეთმობა სასწავლო

  კომპონენტს,  ხოლო 60% -900 სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 41 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 31 საათს.

 

  1. შეფასების  კრიტერიუმები   -   შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.