www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


ელექტრიკოსი  III

 

  1. მისანიჭებელი კვალიფიკაცია 
  2. ელექტრიკოსის  მესამე  საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია 
    1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

მესამე საფეხურის ელექტრიკოსი შეისწავლოს: ელექტრიკოსის სპეციალობასთან დაკავშირებული შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, შეარჩიოს, დაამონტაჟოს, გამართოს  და შეამოწმოს ელ. დანადგარი, გამტარი სისტემები და აქსესუარები, შეასრულოს ელ. გაყვანილობისათვის საჭირო  სამუშაოები, აღმოაჩინოს და აღმოფხვრას გაუმართაობა. შეისწავლოს საკაბელო ხაზების მოწყობილობები და მონტაჟი. კაბელის გამტარობის შემოწმება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.  მოახდინოს რესურსების რაციონალური განაწილება. უნდა იცოდეს შრომის ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა გაუწიოს მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა თანამშრომელს.მესამე საფეხურის ელექტრიკოსმა შეძლოს იმუშაოს: მშენენბლობის, მრეწველობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სფეროში.  საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულები ფლობენ შემდეგ კომპეტენციებს:

      ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების
  • ფიზიკური ამტანობა
  • სიფრთხილე
  • პასუხისმგებლობა

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების

 

  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • დემონტაჟის განხორციელების
  • აღმოჩენილი დაზიანებებისა  და სხვა უწესივრობების აღმოფხვრის
  • მონტაჟის განხორციელების
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

   სტუდენტებს ასევე გამოუმუშავდებათ კრიტიკული, ანალიტიკური და რაოდენობრივი  აზროვნების უნარები. ისინი შეძლებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას .

 

  1. საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი    

   

აქვს ელექტროდანადგარების სამონტაჟო,  სარემონტო და საექსპლუატაციო და  პრაქტიკული სამუშაოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი პროცესების თეორიული ცოდნა. აცნობიერებს მათ მნიშვნელობას შეუძლია ელექტროენერგეტიკული მოწყობილობებისა და დანადგარების ცალკეული დეტალისა და  კვანძის სამონტაჟო და საექსპლუატაციო სამუშაოების შესრულება  დამოუკიდებლად  წინასწარ განსაზღვრული დავალებებით ძირითადი მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების გამოყენებით. იგი ზედამხედველობს და  აკონრტოლებს შრომით ოპერაციებს.შეუძლია ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების და  დანადგარების მონტაჟისა და ექსპლოატაციის დროს წამოჭრილი ლოკალური ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტა დამოუკიდებლად,იცავს პროფესიული ეთიკის ნორმებს.

 

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა 

ელექტრიკოსის მესამე   საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომლის   40%--600 სთ     ეთმობა სასწავლო   კომპონენტს,  ხოლო 60% -900 სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 41 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 31 საათს.

  1. შეფასების  კრიტერიუმები   -     შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.