www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


ფერმერი (სპეციალისტი) (IV საფეხური)

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ფერმერი  (სპეციალისტი)

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი  

ფერმერს უნდა შეეძლოს მინდვრისა და ბოსტნეული  კულტურების  ჯიშების შერჩევა;  აგროტექნოლოგიური სამუშაოების,  ნიადაგის დამუშავებისა და მცენარის მოვლის ოპერაციების სწორად წარმართვა; მავნებლების,  სარეველებისა და მცენარეთა  დავადებების გამოვლენა და  მათთან  ბრძოლა სხვადასხვა მექანიკური, ქიმიური

და ბიოლოგიური საშუალებით,  მოსავლის აღებისა და შენახვის ოპერაციების წარმართვა, ფერმერს უწევს საქმიანობა შეზღუდულ სივრცეში, სადაც ცხოველებთან, მანქანა-დანადგარებთან, ელექტროხელსაწყოებთან, მობილურ მექანიზმებთან, ქიმიურ და სადეზინფექციო ნივთიერებებთან მუშაობისას არსებობს ტრავმული დაზიანებების, მოწამვლის და გადამდები დაავადებების საშიშროება. დაქირავებულ მუშაკებთან ერთად იგი ახდენს დღის, თვის და უფრო ხანგრძლივი პერიოდის სამუშაოებისა და ამოცანების დაგეგმვას მოსალოდნელი ან არსებული კლიმატური პირობებისა და მეურნეობის შესაძლებლობების გათვალისწინებით; საზღვრავს სამუშაოს დაწყების და დასრულების ოპტიმალურ დროსა და პერიოდს; იმარაგებს საჭირო იარაღებს და სასოფლო-სამეურნეო რესურსებს და წესრიგში მოყავს ისინი; ანგარიშობს მოცემულ ფართობზე საჭირო სასუქის და შესაწამლი ნაზავის ინგრიდიენტების რაოდენობას, დანახარჯებს, მოგებასა და ზარალს; ადგენს მარტივ ფინანსურ ანგარიშებს, ატარებს შედარებით ანალიზს სასურველ ან გასული წლების შესატყვის მონაცემებთან; ასრულებს როგორც საცალო, ისე საბითუმო ყიდვა-გაყიდვის და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებსა და საბუღალტრო აღრიცხვას; ადგენს მეურნეობის მოვლა-შენახვის ბიუჯეტსა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამოქმედო გეგმას.

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

1. შეძლებს ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;

2. შეძლებს გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარებას;

3. შეძლებს  ტექნოლოგიური რუკების და ციკლების შესაბამისადსამუშაოს  შესრულებას;

4. შეძლებს  ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას;

5. შეძლებს  რეგიონში განვითარებული სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს;

6. შეძლებს  პროდუქციის რეალიზაციის პერსპექტიული ბაზრების მოძიება–შესწავლას;

7. შეძლებს ფერმერული მეურნეობის ბიზნეს გეგმის შედგენას;

8. შეძლებს შერჩეული დარგების გათვალისწინებით შრომითი, ფინანსური ურთიერთობების რეგულირებას და სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნას;

9. შეძლებს საქმიანი ურთიერთობების დამყარებას პარტნიორებთან;

10. შეძლებს  პროდუქციის რეალიზაციას;

11. შეძლებს წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას;

12. შეძლებს  მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების წარმოებისათვის საჭირო თეორიული ცოდნის გამოყენებას;

  1. შეძლებს ნაკვეთის შერჩევას მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების წარმოების მიზნით;
  2. შეძლებს კულტურების შერჩევას მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების წარმოების მიზნით;
  3. შეძლებს სათესლე მასალის შერჩევას მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების წარმოების მიზნით;
  4. შეძლებს მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების აგროტექნიკის გამოყენებას;
  5.  შეძლებს დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოებას;

18.  შეძლებს მინდვრად საკვებწარმოებას;

  1. შეძლებს მრავალწლიანი კულტურების წარმოების მიზნით ადგილის, ნაკვეთის  შერჩევას და ტერიტორიულ მოწყობას;
  2. შეძლებს ახალშენი და მსხმოიარე ბაღ-ვენახის მოვლას;
  3. შეძლებს ბაღ–ვენახისა და ჩაის  პლანტაციის გაშენებას;
  4. შეძლებს  მრავალწლიანი მცენარეების  სარგავი მასალის  წარმოებას;
  5. შეძლებს  ერთწლიანი  მცენარეების  სათესლე მასალის  წარმოებას;

 

  1. შეძლებს სხვადასხვა სახეობის ცხოველის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის ნორმალური ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესწავლას;
  2. შეძლებს სხვადასხვა სახეობის ცხოველის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის პათოლოგიური ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესწავლას;
  3. შეძლებს სხვადასხვა სახეობის ცხოველისა და ფრინველის სადგომის, ფუტკრისათვის სკის და თევზისათვის ტბორებისა და ავზების მოწყობას და მასში მიკროკლიმატის დაცვას;
  4. შეძლებს ცხოველის/ ფრინველის/თევზის/ფუტკრის მოვლა-შენახვას;

 

  1. შეძლებს საჭირო რაოდენობისა და ხარისხის საკვების დამზადებას და შენახვას;

30. შეძლებს უზრუნველყოს ცხოველის, ფრინველის, ფუტკრისა და თევზის აღწარმოება;

29. შეძლებს ცხოველთა კვებას საკვების მომზადების სათანადო ინსტრუქციების დაცვით.

ზოგადი/ტრანსფერული უნარები

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულები განივითარებენ შემდეგ ზოგად/ტრანსფერულ უნარებს:

  • კომუნიკაცია;
  • პერსონალური და ინტერპერსონალური უნარები;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება;
  • უცხო ენა;

სამეწარმეო უნარები.



პროგრამის მოცულობა კრედიტებში და ხანგრძლივობა:

118 კრედიტი (2950 სთ);  1 კრედიტი ასახავს 25 საათს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა-98  კვირა-24 თვე.