www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


კონდიტერი  III

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია 

კონდიტერის  მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონდიტერი, რომელსაც ექნება სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა; გააცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს; შეუძლებს  მენიუსა და რეცეპტურის საფუძველზე, სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრისა და ტექნოლოგიური ბარათის გამოყენებით სხვადასხვა სახის პურისა და ფუნთუშეულის, კრემიანი და უკრემო საკონდიტრო ნაწარმის მომზადება და ორიგინალური გაფორმება, თანამედროვე მანქანა-დანადგარების უსაფრთხო გამოყენება და მოვლა.განუვითარებს შემდეგ კომპეტენციებს:

ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლინების და მათი აღმოფხვრის გზების
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების

 

 

3.საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი :       

 

შეუძლია მარტივი დესერტის მენიუს შედგენა ან ამა თუ იმ რესტორნის არსებულ მენიუში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა; ნაწარმის მოსამზადებლად განსაზღვრავს მასალის ოდენობას და ღირებულებას; მომზადების პროცესში ამოწმებს მზა ნაწარმის ხარისხს, ზომასა და ნორმას; იყენებს თანამედროვე მანქანა-დანადგარებს და ინსტრუმენტებს; აფორმებს ტკბილეულსა და დესერტებს მიზანპლასის კანონების დაცვით; იყენებს შემოქმედებითობას - შეუძლია საკონდიტრო ნაწარმისორიგინალური გაფორმება;საკონდიტრო მასალის მიღება და დაბინავება; აწონვა-გაზომვისშემოწმებების ჩატარება;

მარტივი ხარჯთაღრიცხვის წარმოება ნაწარმის თვითღირებულების გამოთვლა; სამუშაოს მოცულობის,

დროის, ხარჯის, რესურსების და მასალების განსაზღვრა; ცხობისას პროდუქციის ფერის, ტემპერატურისდა ტენიანობის დარეგულირება სასურველი ხარისხის ნაწარმის მისაღებად.უნდა შეძლოს პრობლემის მოგვარების გზების მოძიება;

უნდა შეეძლოს მომხმარებელთა საჩივრების გათვალისწინება და მათი მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; მოაგვაროს ტექნიკური პრობლემები; უნდა შეეძლოს შესასრულებელ სამუშაოთა პრიორიტეტულობის განსაზღვრა და ხელმძღვანელებთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება;

მცირე ზომის კვების ობიექტებში, სადაც არ არის შეფი, დამოუკიდებლად ან რესტორნის მენეჯერთან ერთად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება; უნდა გააჩნდეს საკუთარი სამუშაოს ორგანიზების და სწორედ დაგეგმვის უნარი; უნდა შეძლოს როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად მუშაობა; უნდა შეეძლოს სამუშაოსთვის დამახასიათებელი განსაზღვრული ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულება; ამოცანების გადასაწყვეტად გარკვეული მიდგომების შემუშავება და მიღებული შედეგების ანალიზი;

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა:  

კონდიტერის  მესამე  საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 90 კრედიტს, რომლის 40%-900 სთ ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 60% – 1350 სთ სასწავლო/საწარმოო პრაქტიკას.1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 60 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 31 საათს.

 

  1.  5. შეფასების  კრიტერიუმები   -     შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.