www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


 მეფილე-მომპირკეთებლის III

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

 მეფილე-მომპირკეთებლის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

პროგრამის მიზანია, მოამზადოს მესამე საფეხურის მეფილე-მომპირკეთებელი  რომელსაც ექნება ამ სფეროს ფაქტობრივ გარემოზე დამყარებული ზოგადი ცოდნა და გააცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს. შეისწავლის შენობის ნაწილებს და სამშენებლო ნახაზებს, მოსაპირკეთებელი ფილების სახეებს,ინსტრუმენტებს, მექანიზმებს, მოწყობილობებს და იმ სხვა  სამუშაოთა  შესრულების ყველა დეტალებს რომელიც საჭიროა მოპირკეთებითი  სამუშაოებისათვის, რომელსაც გამოიყენებს შემდგომი მუშაობისათვის ნებისმიერ სანშენებლო ობიექტებზე .

 

ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • აღმოჩენილი  უწესივრობების აღმოფხვრის
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

 

 

3. საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი  

  შეუძლია გამოიყენოს სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომა, შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდები, ინსტრუმენტები. შეუძლია შემდეგი სამუშაოების შესრულება: შრომის უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვა; სამუ-

შაო მონაწომების გამოყოფა და სამუშაო ადგილის ორგანიზაცია; საჭირო მექანიზმებისა და ინსტრუმენტების მომზადება მუშაობისთვის; ხარაჩოებისა და ფიცარნაგების მომზადება; მოსაპირკეთებელი ზედაპირების დასარყვა, მონიშვნა, შუქურების დაყენება; დურაბებისა და ფილებიდ მომზადება მოპირკეთებისთვის; ხელოვნური ფილების დაგება ინტერიერში; ვერტიკალურ ზედაპირებზე; იატაკზე ცემენტ-ქვიშის მოჭიმვსის მოწყობა; იატაკების მოწყობა ხელოვნური და ბუნებრივი ქვის მასალებით; ქანობიანი იატაკების მოწყობა; ფასადების მოპირკეთება ხელოვნური და ბუნებრივი ქვის მასალებით; რბილი იატაკების მოწყობა; დაზიანებული ზედაპირების აღდგენა-რესტავრაცია; რთული მოხაზულობის ზედაპირების მოპირკეთება; მოპირკეთება დეკორატიული ფილებით; შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

4. კრედიტების  რაოდენობა 

 

მეფილე-მომპირკეთებლის  მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 45 კრედიტს, აქედან 51 % ე.ი.600 სთ. ეთმობა სასწავლო    კომპონენტს, ხოლო 49% ე.ი.300 სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას.1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 32 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

 

  1. 5. შეფასების  კრიტერიუმები   -     შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.