www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


                                                    სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი  III  საფეხური

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის  მესამე  საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

პროგრამის  მიზანია , მოამზადოს   მესამე საფეხურის სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, რომელსაც ექნება ამ სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების,პროცესების და ზოგადი კონცებციების ცოდნა.   გადადგას გართულებული  ამოცანების შესასრულებლად  აუცილებელი  ნაბიჯები. შეისწავლოს საწარმოებში მანქანა დანადგარების დანიშნულება, სამუშაოს შესასრულებლად მათი  მომზადება.  დამოუკიდებლობით შეასრულოს  წინასწარ განსაზღვრული დავალებები ძირითადი მეთოდების ,ინსტრუმენტების და მასალების გამოყენებით. შეისწავლოს ნაწარმის ცალკეული კვანძებისა და დეტალების ტექნიკური დამუშავება, კონკრეტული სახის ნაწარმის ან კვანძისთვის მეტნაკლებად რაციონალური დამუშავების ხერხები, შეისწავლოს საბაზო  დონეზე  შრომის   უსაფრთხოება.შეისწავლოს ადამიანის ფიგურის ზომითი მახასიათებლები და ფიგურის ზომებიდან ტანსაცმელზე გადასვლის პრინციპები, ტანსაცმლის ზომები და ფორმა, სილუეტური, კონსტრუქციული, დეკორატიული ხაზების დახასიათება, ტანსაცმლის ზედაპირის დანაწევრების სქემები, ფორმის მთლიანობის უზრუნველმყოფელი ტექნიკური საშუალებები,  ბაზისური ფუძის თარგის შერჩევა-გამოყენება, დაზუსტება და მოდელური განსაკუთრებულობების დატანა, მასალაში შესრულება, ტექნიკური დამუშავება.    

ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობა
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება
  • პრობლემის გადაჭრა
  • ჯანდაცვა და უსაფრთხოება

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენება
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზება (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენა
  • აღმოჩენილი უწესივრობების აღმოფხვრა
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმება
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარება

 

  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი

 

გაცნობიერებული აქვს ინდივიდუალური სამკერვალო ნაწარმის ხელოსნის პროფესიული მიზნები და ამოცანები, აქვს ინდ. კერვის თანამედროვე მეთოდების ცოდნა, რაც შეუძლია პრაქტიკულად განახორციელოს ინდივიდუალური სამკერვალო ნაწარმის შესრულების დროს. იცის ადამიანის ფიგურის ზომითი მახასიათებლები და ფიგურის ზომებიდან ტანსაცმელზე გადასვლის პრინციპები, ტანსაცმლის ზომები და ფორმა, სილუეტური, კონსტრუქციული, დეკორატიული ხაზების დახასიათება, ტანსაცმლის ზედაპირის დანაწევრების სქემები, ფორმის მთლიანობის უზრუნველმყოფელი ტექნიკური საშუალებები, იცის ბაზისური ფუძის თარგის შერჩევა-გამოყენება, დაზუსტება და მოდელური განსაკუთრებულობების დატანა, მასალაში შესრულება, ტექნიკური დამუშავება.შეუძლია პრაქტიკაში გამოიყენოს კერვის სპეციფიკური თეორიული ცოდნისა და ტექნიკური უნარ-ჩვევების ფართო სპექტრი,  ან მოდელირებული თარგის მიხედვით მასალაში შესრულებისათვის საჭირო მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით დამოუკიდებლად შეასრულოს ნაწარმი (გამოჭრა-კერვა) და მიიყვანოს დასრულებულ სახემდე ინდ. მოთხოვნის შესაბამისად.

 

  1. 4.     კრედიტების  რაოდენობა  

      სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის მსამე  საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა  მოიცავს   60 კრედიტს, აქედან 50% -750 სთ. ეთმობა  სასწავლო კომპონენტს, ხოლო 50%-750 სთ.  სასწავლოო-საწარმოო პრაქტიკას.1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 41 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

  1. შეფასების  კრიტერიუმები   შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.