www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


                                                                           მზარეული  II

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია 

 

მზარეულის  მეორე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

პროგრამის მიზანია, მოამზადოს მეორე საფეხურის მზარეული, რომელსაც შეეძლება სამზარეულოს  ტექნიკის, მანქანა-დანადგარების  და სამუშაო ინსტრუმენტების უსაფრთხო და დანიშნულებისამებრ გამოყენება და მათი მოვლა; პროდუქტების     დამუშავება - კერძისათვის  საკვები მასალის სათანადო  მომზადება გასუფთავების,   დაჭრის,  დაქუცმაცების, გატარების   ან   დაფქვის გზით, კერძისათვის საჭირო მასალის თბური დამუშავება.

ქართული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება მზა რეცეპტურისა და ტექნოლოგიური ბარათის საფუძველზე; ცომეულის ძირითადი სახეობების მომზადების მეთოდები; ქართული დესერტებისა და ხილის ასორტების მომზადება და შეძლებს შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, გარკვეული დამოუკიდებლობით ნაციონალური სამზარეულოს კერძების, აგრეთვე ზოგიერთი პოპულარული ევროპული კერძის მომზადება და გაფორმება.

 

ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლინების და მათი აღმოფხვრის გზების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

 

  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი        

შეუძლია სტაბილურ გარემოში გარკვეული დამოუკიდებლობით შეასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაო.შეუძლია:  სამუშაო  

 

არეალის  მომზადება  და  ორგანიზება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით სამუშაო არეალის დასუფთავება;  სამზარეულოს  ტექნიკის, მანქანა-დანადგარების  და სამუშაო ინსტრუმენტების უსაფრთხო და დანიშნულებისამებრ გამოყენება და მათი მოვლა; პროდუქტების     დამუშავება - კერძისათვის  საკვები მასალის სათანადო  მომზადება გასუფთავების,   დაჭრის,  

 

 

დაქუცმაცების, გატარების   ან   დაფქვის გზით, კერძისათვის საჭირო მასალის თბური დამუშავება.

მენიუსა  და რეცეპტურის  საფუძველზე,  ტექნოლოგიური ბარათის გამოყენებით მზარეულის და/ან შეფ მზარეულის უშუალო ხელმძღვანელობით შეუძლია ნახევარფაბრიკატებისა და კერძის ცალკეული მარტივი კომპონენტების მომზადება; მასალის, ნახევარფაბრიკატების და მზაკერძების შენახვა ტემპერატურული ნორმების ზუსტი დაცვით. კერძების მომზადების პროცესში

 

ატარებს ტესტირებას, იყენებს გასინჯვისა  და  გემოს  შერჩევის  მეთოდებს;  აწარმოებს მომზადებული საკვების გაცემას დადგენილი ზღვრული ნორმების მიხედვით; შეუძლია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

შეუძლია  მზარეულის,  შეფ-მზარეულისა  და სხვა პერსონალის  მითითებების  და  შენიშვნების  მიღება, გათვალისწინება და სათანადო დასკვნის გამოტანა ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით.

 

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა   :

მზარეულის მეორე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 45 კრედიტს, რომლის 40% -450 სთ ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 60% – 675 სთ სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 32 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

  1. შეფასების  კრიტერიუმები   შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

 

 

                                                                                 მზარეული  III

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია 

 

  მზარეულის  მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

პროგრამის მიზანია, მოამზადოს მზარეული, რომელსაც ექნება სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, გააცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს, შეძლებს გამოიყენოს სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს დავალების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომა, შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები

ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლინების და მათი აღმოფხვრის გზების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

 

  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი 

 

შუძლია ყველანაირი საკვები პროდუქტის ადგილობრივი და უცხოური სახეობების ხარისხიანი შერჩევა, მათი მიღება,

 

აღრიცხვა, პირველადი  დამუშავება  და  დაბინავება  ტემპერატურული ნორმების გათვალისწინებით; პირველადი აღრიცხვიანობის დოკუმენტაციის წარმოება; მენიუსა  და რეცეპტურის  საფუძველზე,  ტექნოლოგიური  ბარათის გამოყენებით, მზარეულისა და შეფ-მზარეულის მინიმალური კონტროლის ქვეშ, ან მის გარეშე დამოუკიდებლად ამზადებს ნაციონალური და მსოფლიო  სამზარეულოს  კერძებს და აფორმებს მას.შეუძლია   მარტივი   მენიუს   შედგენა   ან  ამა  თუ  იმ  რესტორნის არსებულ  მენიუში  დამატებებისა  და  ცვლილებების  შეტანა; შეუძლია შექმნას ახალი რეცეპტი; კერძების მოსამზადებლად

 

განსაზღვრავს  მასალის  ოდენობას  და ღირებულებას;  მომზადების პროცესში ამოწმებს კერძის ხარისხს, ზომასა და ნორმას; იყენებს თანამედროვე მანქანა-დანადგარებს  და ინსტრუმენტებს;  აფორმებს კერძს   მიზანპლასის   კანონების   დაცვით;   იყენებს შემოქმედებითობას  - შეუძლია  კერძის ორიგიანლური  გაფორმება; ახალი იმპროვიზირებული რეცეპტის შექმნა;

ამზადებს      კერძებს      კვების      სხვადასხვა      ობიექტებისა      და ღონისძიებებისათვის მათი სპეციფიკის და მომხმარებლის

 მოთხოვნის   გათვალისწინებით;   შეუძლია   სარესტრონო მომსახურება და სერვისი.

 

     

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა  :

მზარეულის (მზარეული) მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 45 კრედიტს, რომლის 40% -450 სთ ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 60% – 675 სთ  სასწავლო/საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 32 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

 

  1.     5.შეფასების  კრიტერიუმები   შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.