www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


                          მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული)  III

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

 მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული) მესამე  საფეხურის   პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო არომატული)  მესამე      საფეხურის პროგრამის მიზანია, მოამზადოს  მცენარეების დამამზადებელი(სამკურნალო, არომატული), რომელსაც ექნება ამ სფეროს საფუძვლების ცოდნა და   გააცნობიერებს  მარტივ და რთულ ამოცანების  გადასაჭრელად აუცილებელ ნაბიჯებს . კერძოდ, ეცოდინება სამკურნალო მცენარეების მოვლა-მოყვანა, შეგროვება და გადამუშავების ტექნოლოგიები სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით. ამ პროფესიის შესასწავლად უნდა შეასრულოს განსაზღვრული დავალებები, შეისწავლოს ძირითადი მეთოდები მათი მოვლისა და მოყვანის , შესაბამისი ინსტრუმენტების, მასალების გამოყენებითა და   უსაფრთხოების წესების დაცვით. ამ პროგრამის გავლის შემდეგ  კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სააფთიაქო ქსელში, ფერმერულ მეურნეობაში, ააწყოს საკუთარი ბიზნესი , ითანამშრომლოს ფიტოაფთიაქების ქსელთან. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულები ფლობენ შემდეგ კომპეტენციებს:

  ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების
  • ფიზიკური ამტანობა
  • სიფრთხილე
  • პასუხისმგებლობა

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • აღმოჩენილი დაზიანებებისა  და სხვა უწესივრობების აღმოფხვრის
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

 

  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი  

 

    იცის სამკურნალო და არომატული მცენარეების ბოტანიკური  აგებულება, სამკურნალო მცენარეების ქიმიური შემადგენლობა, მცენარეთა კულტივირებისათვის ნიადაგის შერჩევა და დამუშავების წესები. მცენარეთა თესვის, გადარგვის და აღების ვადები,სამკ. მცენარეული ნედლეულის შენახვის წესები.შეუძლია გააცნობიეროს როგორც მარტივი ასევე რთული  ოპერაციების  შესრულების პრინციპები.შეუძლია  სტაბილურ გარემოში დამოუკიდებლად შეასრულოს  შესაბამისი სამუშაოები,შეძენილი ცოდნის საფუძველზე.

შეუძლია  დამოუკიდებლად  სამკურნალო და არომატულ მცენარეთა ცნობა, მოყვანა და შეგროვება. და ასევე  შეუძლია ველურად მოზარდი  განადგურების პირას მისული სამკურნალო და არომატული  მცენარეების კულტურაში შემოყვანა და გამრავლება. მიღებული ცოდნის საფუძველზე შეუძლია: ნიადაგის დამუშავება, სამკ. მცენარეთა თესვა, სასუქებით გამდიდირება და მელიორაცია, სამკ. მცენარეთა მოყვანის წესები, ასევე მათი  აღების,  გასუფთავების,  შრობის და დახარისხების ტექნოლოგია სტანდარტების  მიხედვით.

 

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა 

 

მცენარეების დამამზადებელის( სამკურნალო, არომატული)  მესამე   საფეხურის საგანმანათლებლო   პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომლის   50%--750  სთ  ეთმობა სასწავლო  კომპონენტს,  ხოლო 50% -750 სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას.

1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 41 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

 

  1. შეფასების  კრიტერიუმები   -    შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა. 

 

  1.