www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


                                          სარესტორნო საქმისმწარმოებელი  III

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მესამე საფეხურის  სარესტორნო საქმის მწარმოებელის პროფესიული კვალიფიკაცია

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს სარესტორნო საქმის სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებისა და ბარების ყოველდღიური გამართული მუშაობის ორგანიზება;სანიტარულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;სურსათის უვნებლობის პრინციპების დაცვა;ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ცხელი სასმელების შერჩევა, შეთავაზება და მიწოდება; რეალიზაციისა და მარკეტინგის პრინციპების გამოყენება; ანგარიშსწორება,ხარჯთაღრიცხვა და კალკულაცია; სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსებისაგან.პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:

 

  • ინსტრუქციების დაცვით რესტორნის დარბაზისა და სამუშაო არეალის მომზადება,
  • რესტორნის ჭურჭლის ,ჭიქების,დანა-ჩაგლის და სხვა აქსესუარების დანიშნულებისამებრ მოხმარება;
  • სერვირება და მომსახურება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე კვების განსხვავებული დროის მონაკვეთებისათვის(საუზმე,ლანჩი, სადილი,ვახშამი);
  • მომხმარებლის მომსახურება;
  • რამოდენიმე კაცისაგან შემდგარი გუნდის ზედამხედველობა და მართვა;
  • კომფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • რესტორნის/ბარის მართვის პროგრამული სისტების,“თაჩ კომპიუტერი“-ს გამოყენება;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე როგორც ქართულ ასევე უცხო ენაზე.

კურსდამთავრებული პროფესიისათვის საჭირო ცოდნის გარდა სწავლის პროცესში გამოიმუშავებს სარესტორნო საქმის სპეციალისტისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მათ მუშაობა შეეძლებათ სერვისის სფეროს უმცროსი რგოლის ზედამხედველებად სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში (კაფეში, ბარში, რესორანში, სასტუმროში, სწრაფი კვების ობიექტებში და ნებისმიერი რესტორნის ტიპის დაწესებულებებში)

       უნდა ფლობდეს ძირითად  კომპეტენციებს:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების

       ტექნიკური და სპეციფიურ  კომპონენტებს:

  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • აღმოჩენილი უწესივრობების აღმოფხვრის
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების
  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი  

შეუძლია:

- ინსტრუქციების დაცვით რესტორნის დარბაზისა და სამუშაო არეალის მომზადება, დადგენილი წესების მიხედვით ავეჯის განლაგება;

- დარბაზის დალაგება და დასუფთავება; უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზება: ვენტილაციის რეჟიმის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა; პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; რესტორნის დანადგარების, აპარატების და ინსტრუმენტების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა და შენახვა; რესტორნის სუფრებისა და ხელსახოცების გამოყენება, მათი მოვლა და შენახვა;რესტორნის ჭურჭლის, ჭიქების, დანა-ჩანგლის და სხვა აქსესუარების დანიშნულებისამებრ მოხმარება, მათი წინასწარი მომზადება, მოვლა და შენახვა; სარესტორნო მომსახურება - ”ა ლა კარტი”;საუზმის, სადილისა და ვახშმის მომსახურება; სწრაფი კვების ობიექტების მომსახურება;

 მომხმარებლის დახვედრა, მიღება და მაგიდასთან მიცილება;მენიუს წარდგენა, საფირმო და დღის კერძების გაცნობა, აპერეტივის შეთავაზება;- ღვინის ბარათის გაცნობა, ღვინის კონსულტირება; სტუმრის კონსულტირება კერძებისა და სასმელების შერჩევაში,მენიუს შემადგენლობის შესახებ სტუმრის კითხვებზე პასუხის გაცემა(კერძის შემადგენლობა, მომზადების მეთოდი და სხვ.); შეკვეთის მიღება, გაფორმება და სამზარეულოში გადაცემა; შეკვეთის შესაბამისად მაგიდის სერვირება; სუფრაზე კერძების დადგენილი თანმიმდევრობით მიტანა და შესაბამისად მაგიდის სერვირების განახლება; ქვითრის სტუმრისათვის წარდგენა; ხურდის დაბრუნება;ერთდროულად რამოდენიმე მაგიდის მომსახურება;

- მაგიდის ალაგება წესების დაცვით და მაგიდის მომზადება ახალი სტუმრის მისაღებად; რესტორნის რეკლამირება და სტუმართა მოზიდვა.

სერვირება და მომსახურება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე:

 ბუფეტის მომსახურება; შვედური მაგიდის მომსახურება; ფურშეტების მომსახურება; ბანკეტების, წვეულებების, ვიპ სტუმრების, ოფიციალური და დიპლომატიური მიღებების მომსახურება; კოკტეილების საღამოს მომსახურება; საქმიანი სადილის მომსახურება; სადღესასწაულო წვეულებების მომსახურება; ყავის შესვენებაზე მომსახურება; კორპორატიული სადილების, ლანჩების და წვეულებების მომსახურება; გასვლითი ღონისძიებების მომსახურება; სასტუმროებში საუზმის და ბრანჩის მომზადება და მომსახურება; სასტუმრო ოთახებში სასმელებითა და კერძებით მომსახურება; შეუძლია ფორლეგენით მომსახურება. სასმელების ჩამოსხმა, ჩამოტარება და მირთმევა სხვადასხვა წესით. შეუძლია დიდი სასტუმროს კვების ბლოკებში მუშაობა;  დარბაზის მომზადება სხვადასხვა ღონისძიებებისათვის: სივრცის მომზადება, ავეჯის განლაგება, სათანადო დიზაინის

მომზადება, სუფრების შერჩევა და სხვ, რაც აუცილებელია ღონისძიებების ჩასატარებლად.  ინვენტარიზაციის ჩატარება; რთული მენიუს პირობებში მუშაობა. რესტორნის რეკლამირება და მომხმარებელთა მოზიდვა; პროდუქტის სათანადოდ შეთავაზება და გაყიდვა; ალკოჰოლური სასმელების კონსულტირება და მირთმევა; ლუდის ჩამოსხმა და მირთმევა; ლუდის ჩამოსასხმელი აპარატურის გამოყენება ლიქიორების მირთმევა;

 ჩაის და ყავის მომზადება; ყავის აპარატების გამოყენება. ანგარიშსწორება, ხარჯთაღრიცხვა და კალკულაცია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება;

 საკრედიტო ბარათების მოხმარება, გადარიცხვით და ანგარიშსწორების სხვა ოპერაციებით მუშაობა; საბანკო ტერმინალების გამოყენება;

 რესტორნის/ბარის მართვის პროგრამული სისტემა, ”თაჩ კომპიუტერი”-ს და ქვითრის ამოსაბეჭდი თერმული პრინტერის მოხმარება;

სალარო აპარატის გამოყენება;მომხმარებლისათვის მისაღები გადახდის ფორმების კონსულტირება; სასმელით და საკვებით მომსახურების საფასურის მომხმარებლის ანგარიშზე დარიცხვა; დღის განმავლობაში შემოსული ქვითრების მიხედვით შემოსული თანხის დაანგარიშება; შემოსავლების დაჯამება, ანგარიშის მომზადება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მითითებით და შესაბამისი პირისათვის გადაბარება; ცვლის დახურვის წარმოება.

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა 

სარესტორნო საქმის მწარმოებლის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა მოიცავს 45 კრედიტს. აქედან, კრედიტების 60 %- 675 სთ ეთმობა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას,ხოლო 40 %-450  სთ კი თეორიულ სწავლებას. კურსდამთავრებულს ენიჭება მესამე საფეხურის სარესტორნო საქმისმწარმოებლის კვალიფიკაცია, რაც დასტურდება პროფესიული დიპლომით.1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 32 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

  1. შეფასების  კრიტერიუმები   შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.