www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


                                       სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი  III

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია 

 

სასურსათო  პროდუქტების წარმოების სპეციალისტის III საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტის  მესამე  საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია , მოამზადოს მესამე  საფეხურის სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი, რომელსაც ექნება ამ სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების,პრინციპების და ზოგადი კონცებციების ცოდნა და გააცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასარულებლად  აუცილებელ  ნაბიჯებს.შეძლოს სასურსათო პროდუქტების წარმოებისასთვის განკუთვნილი  ნედლეულის ხარისხის განსაზღვრა, ტექნოლოგიური ოპერაციების ჩატარება, ხელსაწყო -აპარატურის მუშა მდგომარეობაში მოყვანა, კვების პროდუქტების ტექნო-ქიმიური მაჩვენებლის განსაზღვრა. საჭიროა გამოუმუშავდეს უნარ-ჩვევები რომ კურსდსაამქროში, ხორცის გადამამუშავებელ  საწარმოში, თევზსაშენ მეურნეობებში, სურსათის უვნებლობის სამსახურში.

 ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების
  • ფიზიკური ამტანობა
  • სიფრთხილე
  • პასუხისმგებლობა

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • აღმოჩენილი დაზიანებებისა  და სხვა უწესივრობების აღმოფხვრის
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

   სტუდენტებს ასევე გამოუმუშავდებათ კრიტიკული, ანალიტიკური და რაოდენობრივი  აზროვნების უნარები. ისინი შეძლებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას .

 

ამთავრებული დასქმდეს: რძის გადამამუშავებელ კომბინატებში, პურისა და პურ-პროდუქტების

 

  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი

       

იცის კვალიფიკაციის ფარგლებში მოწყობილობების, აპარატურის, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების მუშა მდგომარეობაში მოყვანის წესები; აქვს ამ სფეროსათვისდამახასიათებელი ძირითადი პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.შეუძლია გამოიყენოს კვების პროდუქტების წარმოების სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი, როგორიცაა კვების პროდუქტების წარმოების დანადგარებთან ოპერირება, რეჟიმების დაცვა,    სხვადასხვა მიდგომები დავალებების შესასრულებლად და შეარჩიოს მათ შორის ოპტიმალური.

 

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა  

    სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტის   მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს

    60 კრედიტს, აქედან 40%  ე.ი. 600 სთ. ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 60% ე.ი. 900 სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას.

1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 41 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 31 საათს.

  1. შეფასების  კრიტერიუმები   -     შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.