www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


                                                               შემდუღებელი III

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

შემდუღებლის (ელექტრორკალური) მესამე  საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

      შემდუღებლის (ელექტრორკალური)  მესამე  საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს  მესამე  საფეხურის შემდუღებელი (ელექტრორკალური),რომელსაც ექნება ელექტრული შედუღებისათვის დამახასიათებელი  ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და  ზოგადი კონცეფციების ცოდნა, ასევე ამ სფეროში გამოყენებული ხელსაწყოების და სამარჯვების გამოყენება და დანიშნულება. შეძლებს მათი გამოყენებით  დამოუკიდებლად  რთული  ტექნიკური ამოცანების შესრულებას. მოცემული დავალებების შესაბამისად გააცნობიერებს რთული კონსტრუქციების  შედუღების  შესასრულებლად აუცილებლ ნაბიჯებს და გაეცნობა შედუღებისათვის საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებით პროფესიული   საქმიანობის ღირებულებებს. შეძლოს დამოუკიდებლად შეასრულოს რთული  დავალებები.გამოიმუშავებს უნარ-ჩვევებს პრაქტიკული მუშაობისათვის ,რომელსაც გამოიყენებს მცირე საწარმოების საამქროებში ; ბინათმშენებლობაში;მაგისტრალურ მილსადენების მშენებლობისას; სარემონტო საწარმოებში; შავი და ფერადი ლითონების მეტალურგიაში; მანქანათმშენებლობაში. შესძლებს დამცავი საშუალებების გამოყენებას და უსაფრთხოების წესების დაცვას.

       ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლინების და მათი აღმოფხვრის გზების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

 

 

  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი  

 

   აქვს ელექტრო შედუღების ტექნოლოგიურ საფუძვლებზე ზოგადი ცოდნა.  დაუფლებულია შედუღებას  ქვედა (0–600 ) და ვერტიკალურ (60 –1200 )  და ჭერულ (120-180)მდებარეობაში,ცოდნას მასალის გვარობის და სისქის მიხედვით შედუღების მეთოდისა და ტექნოლოგიური პარამეტრების შერჩევაში . იცავს საშემდუღებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესებს.

შეუძლია  გამოიყენოს უნარების ფართო სპექტრი,  შეირჩიოს მასალათა დამუშავების მეთოდი, მოწყობილობა და რეჟიმის ძირითადი პარამეტრები.  დამოუკიდებლად შეასრულოს ნებისმიერი სირთულის კონსტრუქციებისა და მილსადენების შედუღება, დაგეგმოს მაღალმწარმოებლური მეთოდების გამოყენება მუშაობაში, შეძლოს სამუშაო ადგილის დამოუკიდებლად დაგედმვა და რაციონალური ორგანიზება, დეტალების საამწყობო ნახაზების კითხვა და ყველა ტექნოლოგიური ოპერაციის დაცვა.

 

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა 

 

შემდუღებლის (ელექტრორკალური) მესამე  საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, აქედან 40% ე.ი.600 სთ. ეთმობა   სასწავლო კომპონენტს, ხოლო 60% ე.ი.900 სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას.1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 32 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

  1. შეფასების  კრიტერიუმები   შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.