www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


                                                    სტილისტ- პარიკმახერის (ქალი, მამაკაცი)  

 

1.მისანიჭებელი კვალიფიკაცია

              სტილისტ- პარიკმახერის (ქალი, მამაკაცი)  მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 2.საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებს ცოდნითა და გაცნობიერებით , თუ როგორ უნდა გამოიყენოს სტილისტმა დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომა. შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდებით ინსტრუმენტები  და მასალები. კლიენტს მოემსახუროს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით და ასევე შეუძლია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. პროგრამა შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სასწავლო კურსებისაგან, პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ:                                 

 

 საპარიკმახერო საქმის ძირითადი თეორიული საფუძვლები და მუშაობის ტექნოლოგიური მეთოდები სამუშაოთა სახეების მიხედვით

ü   შეეძლება თმის შეჭრის, დავარცხნის, შეღებვის, მელირების, დახვევის სამუშაოების კვალიფიციური შესრულება თანამედროვე მოდის ტენდეციების გათვალისწინებით

       ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • აღმოჩენილი უწესივრობების აღმოფხვრის
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარები

       3.საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი:

იცის სპეციალობის - საპარიკმახერო საქმის ძირითადი თეორიული საფუძვლები და მუშაობის ტექნოლოგიური მეთოდები სამუშაოთა სახეების მიხედვით; თმის ტიპის, ფაქტურისა და სტრუქტურის განსაზღვრა. სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები, ნორმატივები და მათი დაცვის წესები. კანისა და თმის ფიზიოლოგია, ძირითადი დაავადებებისა და ალერგიის სახეები და ფორმები, სადეზინფექციო საშუალებები და მათი გამოყენება. სპეციალური ხატვის საფუძვლები, თავისა და სახის ფორმების მიხედვით  კომპოზიციის აგების

 წესები, ფერთა თეორიის ძირითადი ასპექტები; პრეპარატების შერჩევის წესები და პროპორციები; ძირითადი სახის სამუშაოების (თმის შეჭრის, დახვევის, შეღებვის) შესრულების მეთოდები, ხერხები და ტექნოლოგიები, პრეპარატებისა და ხსნარების დანიშნულება და გამოყენების წესები. თმის ვარცხნილობის კლასიკური (სალონური) და თანამედროვე (მოდური) სახეები, შესრულებული სამუშაოს

ხარისხის კრიტერიუმები.იცის საპარიკმახერო ინსტრუმენტებისა და აქსესუარების დანიშნულება, გამოყენებისა და უსაფრთხო  ექსპლუატაციის წესები, პროფესიული ეთიკისა და უსაფრთხო მუშაობის წესები, პირადი ჰიგიენის ნორმები.იცნობს მოდის თანამე-

დროვე ტენდენციებს.

 

4.კრედიტების  რაოდენობა 

სტილისტის მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 45 კრედიტს.აქედან 51%-600 სთ ეთმობა

თეორიულ  სწავლებას, ხოლო 49%-525 სთ სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 32 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

  1. შეფასების  კრიტერიუმები   შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.