www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)  მესამე საფეხური

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)-სმესამე საფეხურის   პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
  2. ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)ის მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადეოს  ვებსპეციალისტი, რომელიც ფლობს პროფესიასთან დაკავშირებულ ძირითად ფაქტებს, პრინციპებს და ზოგად კონცეფციებს, აგრეთვე შეძლებს:  ვებ–საიტის პროექტირების ეტაპების თანმიმდევრული და  სწორი განსაზღვრას, ვებ გვერდის  ლოგიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, საშუალო დონის   ხარისხიანი და მიმზიდველი ვებ საიტების დამზადებას,  მარტივი მართვის სისიტემის დამოუკიდებლად შექმნას, უზრუნველყოს  საიტზე არსებული ინფორმაციის განახლებას, ფოტო, ვიდეო და გრაფიკული მასალის განთავსებას.

დააგეგმარებს კლიენტის მოთხოვნას პროექტის სახით და ეტაპობრივი მექანიზმით გაანაწილებს შესასრულებელი სამუშოს რესურსებს, შეძლებს  საჭირო ინფორმაციის მოძიებას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და უცხო ენის გამოყენებით; კლიენტთთან ურთიერთობისას იმოქმედებს  იურიდიული, ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში, უზრუნველყოფს  სამუშაოს დროულ და ხირისხიან შესრულებას. გაეცნობა პროფესიასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციებს  და განაგრძობს შემდგომ პროფესიულ და კარიერულ ზრდას.

 ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • პასუხისმგებლობა

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • დეფექტების გამოვლენის
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების.

 

4.საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი  ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)ის მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ შეძლებს :  ვებ–საიტის პროექტირების ეტაპების თანმიმდევრულ და  სწორ განსაზღვრას, ვებ გვერდის  ლოგიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, საშუალო დონის   ხარისხიანი და მიმზიდველი ვებ საიტების დამზადებას,  მარტივი მართვის სისიტემის დამოუკიდებლად შექმნას,   საიტზე არსებული ინფორმაციის განახლებას, ფოტო, ვიდეო და გრაფიკული მასალის განთავსებას.

დააგეგმარებს კლიენტის მოთხოვნას პროექტის სახით,შეძლებს  საჭირო ინფორმაციის მოძიებას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და უცხო ენის გამოყენებით; კლიენტთთან ურთიერთობისას იმოქმედებს  იურიდიული, ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში, უზრუნველყოფს  სამუშაოს დროულ და ხარისხიან შესრულებას. გაეცნობა პროფესიასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციებს  და განაგრძობს შემდგომ პროფესიულ და კარიერულ ზრდას.

 

 

5.კრედიტების  რაოდენობა  

       ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი) მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, აქედან 50% ე.ი. 750 სთ. ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 50% ე.ი. 750  სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 41 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს. 

 

  1. 6.    შეფასების  კრიტერიუმები   -    შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.