www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


ვეტერინალური მომსახურების სპეციალისტი (წვრილ ცხოველთა:( ძაღლი, კატა და სხვა; სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა     და ფრინველების; ეგზოტიკური ცხოველების, ფრინველების, თევზების და სხვა) მეოთხე საფეხური

 

                                                                                         

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

ვეტერინალური მომსახურების სპეციალისტის (წვრილ ცხოველთა:( ძაღლი, კატა და სხვა; სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა     და ფრინველების; ეგზოტიკური ცხოველების, ფრინველების, თევზების და სხვა) მეოთხე საფეხურის პოფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტულ სპეციალობაზე და დიპლომირებული ვეტერინარი ექიმის ასისტირებაზე, რომლის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს კონკრეტული კომპეტენციები (ცოდნა, უნარები, დამოკიდებულება) სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების კუთხით პროფესიული სტანდარტის ფარგლებში.

სპეციალისტები აღჭურვილები იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

საგანმანათლებლო  პროგრამის  სწავლის  შედეგები
საგანმანათლბლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:

  • შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვას,  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვას და  პირველი სამედიცინო დახმარების გაწევას;
  •  მკურნალობის პროცესში განსაზღვროს ცხოველებისა და ფრინველების ზოგადი მდგომარეობის ცვლილებათა ინდიკატორები;
  •  ჩაატაროს ცხოველებისა და ფრინველების მკურნალობის პროცედურები და დაგეგმოს მკურნალობა და პროფილაქტიკური საქმიანობა ლიცენზირებული ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;
  • მოახდინოს ცხოველთა სამეანო დახმარება;
  • კონტროლი გაუწიოს ცხოველთა კვების და დაწყურვების პროცესებს;
  • მოამზადოს ვეტერინარული მომსახურებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტები, დანადგარები და მასალები;
  • მოახდინოს საბაზისო სავეტერინარო პროცედურები;
  • მოახდინოს ცხოველთა სადგომების მიკროკლიმატის პარამეტრების კონტროლი;
  • სწორად შეარჩიოს სამკურნალწამლო საშუალებები, განსაზღვროს ორგანიზმში მათი შეყვანის გზები ცხოველებისა და ფრინველების ორგანიზმის თავისებურებათა გათვალისწინებით;
  • მოახდინოს  ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი ვეტერინარული ზედამხედველობა
  • სამეწარმეო საქმიანობას.

 

ზოგადი/ტრანსფერული უნარები

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულები განივითარებენ შემდეგ უნარებს:

  • კომუნიკაცია;
  • პერსონალური და ინტერპერსონალური უნარები;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება;
  • პრობლემის გადაჭრა;
  • უცხო ენაზე საჭირო ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება;
  • სამეწარმეო უნარები.

 

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა 

 

84 კრედიტი (2100 სთ);  1 კრედიტი ასახავს 25 საათს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა-70  კვირა-18 თვე.