www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


ვეტერინალური მომსახურების სპეციალისტი(წვრილ ცხოველთა:( ძაღლი, კატა და სხვა; სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა     და ფრინველების; ეგზოტიკური ცხოველების, ფრინველების, თევზების და სხვა) III

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ვეტერინალური მომსახურების სპეციალისტის მესამე საფეხურის პოფესიული კვალიფიკაცია

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

  ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის (წვრილ ცხოველთა: ძაღლი, კატა და სხვა; სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების; ეგზოტიკური ცხოველების, ფრინველების, თევზების და სხვა)  მესამე  საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს მესამე საფეხურის  ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, რომელსაც ექნება ამ სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესების და ზოგადი კონცეპციების ცოდნა, შეეძლება რთული ამოცანების გადასაჭრელად  აუცილებელი ნაბიჯების თანმიმდევრულად გაცნობიერება.სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე შეძლებს დავალებების შესრულებას სათანადო მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენებით. გამოიმუშაოს უნარ-ჩვევები, რომ  სპეციალისტს შეეძლოს მუშაობა ყველა ტიპის ვეტერინარულ კლინიკაში, ჯანმრთელობის დაცვის ყველა სახის კერძო ან სახელმწიფო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, ვეტერინარულ აფთიაქებში, ზოოპარკებში,ზოომაღაზიებში, ვეტერინარულ ლაბორატორიებში და სხვა.

      ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • აღმოჩენილი  სხვა უწესივრობების აღმოფხვრის
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების
  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი  

 

  შეისწავლა ცხოველებისა და ფრინველების ანატომიას და ფიზიოლოგია; მათ სახეობრივ თავისებურებებს; დაავადებები (მათ შორის ადამიანისა და ცხოველის საერთო) და პათოლოგიურ პროცესებს, რომლითაც ცხოველები და ფრინველები ავადდებიან; ცხოველისა და ფრინველის ფიქსაციის მეთოდებს და წესებს; გამოსაკვლევ გარემოებათა იდენტიფიცირების მეთოდების. ფლობს ცხოველებისადა ფრინველების დაავადებათა დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკურ ღონისძიებების გატარების უნარ-ჩვევებს და ცოდნას. გაცნობიერებს პირად და გარემოს უსაფრთხოების, ასევე,  სავეტერინარო კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნებს;

შეუძლია: ცხოველისა და ფრინველის დაავადებების შესახებ პატრონისგან ანამნეზური მონაცემების შეგროვება და მისი მიზნობრივი გამოყენება; ცხოველებისა და ფრინველების მომზადება სხვადასხვა სახის ვეტერინარიული მანიპულაციების ჩასატარებლად; სამკურნალწამლო და პროფილაქტიკური საშუალებების მიზნობრივი გამოყენება; ცხოველების ფიქსაცია; ჩატარებული ვეტერინარიული მომსახურების რეგისტრაცია; ვეტერინარი ექიმის ასისტირება მკურნალობის კურსის ჩატარებაში,ინექციისგანხორციელება ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

 

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა 

 

ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი (წვრილ ცხოველთა: ძაღლი, კატა და სხვა; სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების; ეგზოტიკური ცხოველების, ფრინველების, თევზების და სხვა) მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 45 კრედიტს, აქედან 51%  ე.ი. 575 სთ. ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 59%  ე.ი. 550 სთ. სასწავლოო-საწარმოო პრაქტიკას.1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 32 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

  1. შეფასების  კრიტერიუმები   შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა. 

 

 

  1. შეფასების  კრიტერიუმები   -     შუალედური,  დასკვნითი