www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


                                            ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი  III

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

ხილ-ბოსტნეულის  გადამმუშავებელის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

პროგრამის მიზანია სტუდენტი გაეცნოს ხილ- ბოსტნეულის გადამუშავების დარგის ზოგად საფუძვლებს,ხილისა და ბოსტნეულისდახარისხების, პირველადი გადამუშავების ,შეფუთვისა მარკირებისა და ეტიკეტირების პროცესის ორგანიზებას, ასევე ამ პროცესის დროს გამოყენებულ მანქანა-დანადგარებთან მუშაობას,მათი დეფექტების აღმოჩენას და აღმოფხვრას, ტოქსიკურობის გავლენა პროდუქციისხარისხზე,ინფორმაციის მოპოვება ნიტრატების,ჰერბიციდებისა და პესტიციდების ნარჩენებზე,შეისწავლის ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის გავლენას ხილ-ბოსტნეულის შენახვაზე.

პროგრამა შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სასწავლო კურსებისაგან. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს  შეეძლებათ:

-გარემოს, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა;

-პროდუქციის ხარისხი და უვნებლობა;

-ხილისა და ბოსტნეულის ბიოლოგიური თავისებურებები

-ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების ტექნოლოგიური საფუძვლები

-ხილისა და ბოსტნეულის მიღება და პირველადი დამუშავება

-ხილისა და ბოსტნეულის სწრაფგაყინვა

-ხილისა და ბოსტნეულის შრობა

-ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოება

-ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებული პროდუქტების წარმოება

-მზა პროდუქციის დაფასოება

სტუდენტებს ასევე გამოუმუშავდებათ კრიტიკული, ანალიტიკური დარაოდენობრივი  აზროვნების უნარები. ისინი შეძლებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას

ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების
  • ფიზიკური ამტანობა
  • სიფრთხილე
  • პასუხისმგებლობა

ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • აღმოჩენილი დაზიანებებისა  და სხვა უწესივრობების აღმოფხვრის
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

4.საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი

იცის ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობა და ზოგადად მისი მნიშვნელობა კვებისათვის , იცის ხილ-ბოსტნეულის კლასიფიკაცია და ზოგადად მათი პირველადი დამუშავების სპეციფიკა, შენახვის მეთოდები და შენახვის უნარიანობის თეორიული საფუძვლები. იცის ხილ-ბოსტნეულის კონსერვების სახეები და კლასიფიკაცია, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების ძირითადი ტექნოლოგიური სქემები , ზოგადად ტექნოლოგიური პროცესების თანმიმდევრობა და ამ დროს გამოყენებულ მოწყობილობებთან მუშაობის წესები. აცნობიერებს მოწყობილობებთან მუშაობის უსაფრთხოების ზომებს და აქვს მათი მუშაობის დეფექტის აღმოჩენისთვის შესაბამისი ცოდნა. იცის მზა პროდუქციის დასაწყობების და ნიშანდების ოპერაციები. აცნობიერებს გადამამუშავებელი წარმოებისთვის სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის მნიშვნელობას.

შეუძლია ხელმძღვანელის ზედამხედველობით დამოუკიდებლად წარმართოს ხილისა და ბოსტნეულის პირველადი დამუშავებისა და გადამუშავების ტექნოლოგიური ოპერაციები და პროცესები. შეუძლია გამოიყენოს შესაბამისი ტექნოლოგიური მოწყობილობა და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში აქვს მარტივი პრობლემის აღმოფხვრის უნარი. შეუძლია სამუშაო გარემოში მიღებული დავალებით დამოუკიდებლად აწარმოოს ხილისა და ბოსტნეულის დამუშავების პროცედურები (ინსპექცია, დახარისხება, რეცხვა, თბური დამუშავება, ხარშვა, დაფასოება, ასეპტიკური ჩამოსხმა, დეაერაცია, ჰომოგენიზაცია, სტერილიზაცია, შრობა, სიცივით შენახვა და სწრაფგაყინვა) მოთხოვნის დონეზე, შესაბამისი მანქანა დანადგარების გამოყენებით. შეუძლია მზა პროდუქციის დასაწყობება და ნიშანდება. წარმოებაში სანიტარიის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

 

 

5.კრედიტების  რაოდენობა  

       ხილ-ბოსტნეულის  გადამმუშავებლის მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, აქედან 50% ე.ი. 750 სთ. ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 50% ე.ი. 750  სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 41 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

 

  1. შეფასების  კრიტერიუმები   -    შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.