www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


ხის მხატვრული დამუშავების  სპეციალისტის         

 

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

ხის მხატვრული დამუშავების  სპეციალისტის  მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

      პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის ეს სფერო. მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხის მხატვრული დამუშავებისა და ხის ნაკეთობათა წარმოების სფეროში, თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლით .დაანახოს სტუდენტს შრომისა და პროფესიული მოღვაწეობის პრესპექტივა

პროგრამა შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სასწავლო კურსებისაგან. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს  ეცოდინებათ:

•       ხის მხატვრულად დამუშავება  .

•     ხის ნაკეთობათა შესრულება მასალაში რაც გულისხმობს ხის ნაწარმის შექმნისათვის საჭირო პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ერთობლიობას.

•       შემდეგი სახის სამუშაოების შესრულება:

        -      ხეზე კვეთა (გეომეტრიული, კონტურული, სიბრტყობრივი, გამჭოლი, მოცულობითი),

       -      მოზაიკური ტექნოლოგიები (ინკუსტრაცია, მარკეტრი, ინტარსია),

       -      ჩარხული დეტალებისა და ფურნიტურის დამზადება.

•       სადურგლო ხელსაწყოების გამოყენება.

•       სადურგლო შეერთებებისა და მოპირკეთების სახეები.

•     ხის ნაკეთობათა დამზადებისათვის საჭირო პროექტისა და ნახაზების შესრულება ტრადიციული გრაფიკით,

•     ხის ნაკეთობათა დამზადებისათვის საჭირო პროექტისა და ნახაზების შესრულება თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით,

 •     შრომისა და წარმოების ეკონომიკის საფუძვლები,

•      შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ელექტროუსაფრთხოების წესები.

      ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების
  • ფიზიკური ამტანობა
  • სიფრთხილე
  • პასუხისმგებლობა

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • აღმოჩენილი დაზიანებებისა  და სხვა უწესივრობების აღმოფხვრის
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

 

4.საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი: კურსდამთავრებულს  შეუძლია  ქართული ხალხური რეწვის  სფეროში მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.კერძოდ ხის მხატვრული დამუშავებისა და ხის ნაკეთობათა წარმოებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლით . კურსდამთავრებულს  შეუძლია:  

•       ხის მხატვრულად დამუშავება  .

•     ხის ნაკეთობათა შესრულება მასალაში რაც გულისხმობს ხის ნაწარმის შექმნისათვის საჭირო პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ერთობლიობას.

•       შემდეგი სახის სამუშაოების შესრულება:

        -      ხეზე კვეთა (გეომეტრიული, კონტურული, სიბრტყობრივი, გამჭოლი, მოცულობითი),

       -      მოზაიკური ტექნოლოგიები (ინკუსტრაცია, მარკეტრი, ინტარსია),

       -      ჩარხული დეტალებისა და ფურნიტურის დამზადება.

•       სადურგლო ხელსაწყოების გამოყენება.

•       სადურგლო შეერთებებისა და მოპირკეთების სახეები.

•     ხის ნაკეთობათა დამზადებისათვის საჭირო პროექტისა და ნახაზების შესრულება ტრადიციული გრაფიკით,

•     ხის ნაკეთობათა დამზადებისათვის საჭირო პროექტისა და ნახაზების შესრულება თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით,

 •     შრომისა და წარმოების ეკონომიკის საფუძვლები,

•      შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ელექტროუსაფრთხოების წესები.

 

 

5.კრედიტების  რაოდენობა  

       ხის მხატვრული დამუშავების  სპეციალისტის  მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, აქედან 50% ე.ი. 750 სთ. ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 50% ე.ი. 750  სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 41 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს.

 

  1. 6.    შეფასების  კრიტერიუმები   -    შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.