www.akhalcikhe.vet.ge
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა


ავტომობილის ზეინკალი  III

  1. 1.      მისანიჭებელი კვალიფიკაცია

        ავტომობილის ზეინკლის მესამე  საფეხურის   პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. 2.    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

ავტომობილის  ზეინკლის პროფესიის მესამე საფეხურის პროგრამის მიზანია, მოამზადოს მესამე  საფეხურის   ავტომობილის  ზეინკალი, რომელსაც ექნება   ამ  სფეროს საფუძვლების  ცოდნა და გააცნობიეროს რთული ამოცანების  შესასრულებლად   აუცილებელი  ნაბიჯები.  შეისწავლოს სტაბილურ გარემოში გარკვეული დამოუკიდებლობით და შეასრულოს  წინასწარ   განსაზღვრული   დავალებები, ძირითადი მეთოდების, ინსტრუმენტების და მასალების გამოყენებით. შეისწავლოს ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე მოქმედი ფაქტორები და მისი ცვლილების მიზეზები, ავტომობილის შეკეთების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი პრინციპები და დებულებები, ავტომობილის ცალკეული აგრეგატებისა და მექანიზმების მუშაობის პრინციპების თავისებურებები, მათი აწყობის ტექნოლოგიური რუკები, ტექნოლოგიური პირობების მოთხოვნები და გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარები; გამოყენებული სათადარიგო დეტალების შემოწმების მეთოდები და მათი შეცვლის რესურსები; შეისწავლოს საზეინკლო სამუშაოები, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება საბურღ და საფრეზ ჩარხებზე, ავტომობილის დეტალების და კვანძების შეერთება ჭანჭიკებით,ქანჩებით და მოქლონვით. გამოუმუშავდეს უნარ-ჩვევები, რომ შეეძლოს მუშაობა ავტო.შემკეთებელ და ამწყობ საწარმოებში . ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და სერვისის ცენტრებში. ინდივიდიალურ საწარმოებში. მუშაობის პროცესში დაიცვას უსაფრთხოების წესები.

პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულები ფლობენ შემდეგ კომპეტენციებს:

      ძირითადი კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის
  • სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
  • პრობლემის გადაჭრის
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების
  • ფიზიკური ამტანობა
  • სიფრთხილე
  • პასუხისმგებლობა

       ტექნიკური და სპეციფიური კომპონენტები:

  • ტექნიკური და სხვა ნორმატიული დოკუმენტების გამოყენების
  • სამუშაო გარემოს სწორად ორგანიზების (მომზადება, მოწყობა)
  • დეფექტების გამოვლენის
  • დემონტაჟის განხორციელების
  • აღმოჩენილი დაზიანებებისა  და სხვა უწესივრობების აღმოფხვრის
  • მონტაჟის განხორციელების
  • სამუშაოს შემოწმების (ტესტირება) და დოკუმენტურად გაფორმების
  • შესრულებული სამუშაოს  ჩაბარების

   სტუდენტებს ასევე გამოუმუშავდებათ კრიტიკული, ანალიტიკური და რაოდენობრივი  აზროვნების უნარები. ისინი შეძლებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას .

5. სასწავლო გეგმა

 

  1. 3.        საგანმანათლებლო პროგრამის შედეგი  

აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს; იცის ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე მოქმედი ფაქტორები და მისი ცვლილების მიზეზები, ავტომობილის შეკეთების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი პრინციპები და დებულებები, ავტომობილის ცალკეული აგრეგატებისა და მექანიზმების მუშაობის პრინციპების თავისებურებები, მათი აწყობის ტექნოლოგიური რუკები, ტექნოლოგიური პირობების მოთხოვნები და გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარები; გამოყენებული სათადარიგო დეტალების შემოწმების მეთოდები და მათი შეცვლის რესურსები, ამავე დროს, ტექნიკური მომსახურების რეგლამენტირებული სამუშაოების შესრულების პერიოდულობა; შრომის უსაფრთხოების წესები.შეუძლია გამოიყენოს სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომა, შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები. შეუძლია ავტომობილის დაშლილი აგრეგატებისა და მექანიზმების სათანადო კონტროლი, მათი ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა, მომზადება და დამოუკიდაბლად აწყობა ტექნოლოგიური რუკების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების შესაბამისად. აგრეთვე აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად სპეციალური დანადგარებისა და ინსტრუმენტების ოპტიმალური გამოყენება.

  1. 4.    კრედიტების  რაოდენობა 

ავტომობილის  ზეინკლის  მესამე  საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომლის 40%ე.ი. 600 სთ. ეთმობა სასწავლო კომპონენტს,  ხოლო 60%  ე.ი. 900 სთ. სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი - 25 საათი,  სწავლების ხანგრძლივობაა 41 კვირა; კვირეული დატვირთვა შეადგენს 30 საათს. 

 

  1. შეფასების  კრიტერიუმები   -    შუალედური შეფასებები (მიმდინარე და შუალედური გამოცდები); საბოლოო შეფასება - 

    დასკვნითიგამოცდა.